სამუდამოდ მოიშორეთ სახსრებიდან მარილები მხოლოდ ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალებით!

8899

სამუდამოდ მოიშორეთ სახსრებიდან მარილები მხოლოდ ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალებით!

სახსრებში მარილების "ჩალაგება“ რამდენადმე არაზუსტი ტერმინია. პირდაპირი მნიშვნელობით ის მხოლოდ პოდაგრას ანუ სახსრებში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში კი მარილებზე საუბრისას იგულისხმება სახსრების ისეთი დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი და ართრიტი.

სახსრების დაავადებები თანამედროვე მედიცინის ძალზე აქტუალური პრობლემაა. სახსარი რთული კონსტრუქციაა, რომელიც ძვლებისგან, ხრტილებისგან, მყესებისგან, სითხის შემცველი სასახსრე ღრუსგან, სასახსრე ჩანთისგან შედგება. თითოეული კომპონენტის დაზიანება სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებას განაპირობებს.

შედეგად სახსარი ფუნქციას სრულყოფილად ვეღარ ასრულებს, რაც სერიოზულ პრობლემებს უდებს სათავეს. როგორც სხვა პათოლოგიების, ასევე სახსართა დაავადებების პროფილაქტიკაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახსრის მოვლასა და გაფრთხილებას:

თავი უნდა ვარიდოთ უხეშ მოძრაობებს, ჭარბ დატვირთვას, მძიმე საგნების აწევას, ამავე დროს ვიაქტიუროთ, დავიცვათ მოძრაობისა და კვების სათანადო რეჟიმი. ამ გზით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ოსტეოფიტური წანაზარდების განვითარება.

ეს წანაზარდები, რომლებსაც ხალხში მარილებს უწოდებენ, აზიანებს სახსრის სტრუქტურას, იწვევს ძლიერ ტკივილს, დისკომფორტს, მოძრაობის შეზღუდვას. „მარილების დაგროვებას“ ხალხური მედიცინა ასე მკურნალობს:

მარილები დღეს თითქმის ყველა მოხუცებულის პრობლემაა. მეც მათ შორის ვიდრე ერთი უებარი საშუალება არ მასწავლეს:

  1. საღამო ხანს 2 სუფრის კოვზი ბრინჯი გარეცხეთ
  2. და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი.
  3. ასე დატოვეთ მეორე დილამდე.
  4. დილით დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ.
  5. არ მოაყაროთ არც მარილი და არც შაქარი, არც ცხიმი დაუმატოთ.
  6. ნახარში შეჭამეთ უზმოზე (წვენიც დალიეთ) და შემდეგ 3 საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ.
  7. ასე გააკეთეთ ყოველდღიურად.

შედეგი გასაოცარი იქნება. სახსრები ისე მტკიოდა, რომ მოძრაობა მიჭირდა, თითები დაბუჟებული მქონდა, ვერაფერს ვგრძნობდი, წელის ტკივილიც მაწუხებდა. ბრინჯის ნახარშის მიღების ერთთვიანი კურსის შემდეგ ეს ყველაფერი საგრძნობლად შემიმსუბუქდა, თითებში მგრძნობელობა დამიბრუნდა.

ასე მგონია, მძიმე ლოდი მოვიშორე ზურგიდან. მინდა ყველას ვასწავლო ჩემი წამალი, რათა მათაც იგრძნონ შვება. მთავარია, ნებისყოფა და ნახარშის ყოველდღიური მიღება.

 ექიმის კომენტარი:

ჩინურ მედიცინაში ბრინჯი ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება, მაგრამ, ალბათ, ყველა დიასახლი- სისთვისაა ცნობილი ბრინჯის თვისება, ჭარბად შეიწოვოს კერძიდან მარილები და სითხე. სწორედ ამ თვისებასთანაა დაკავშირებული ამ მცენარის იმგვარი მოქმედება ორგანიზმზე, რომელზეც ჩვენი მკითხველი გვიამბობს.

რეგულარული, ხანგრძლივი მიღებისას უმარილო ბრინჯი და მისი ნახარში წმენდს ორგანიზმს წიდებისაგან, ნალექი მარილებისაგან, აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემების ფუნქციონირებას, სახსრების მუშაობას. აღნიშნული რეცეპტი მრავალნაცადია და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ასე რომ, შეგიძლიათ შეუდგეთ მის შესრულებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, შედეგის მისაღწევად ნახარშის ხანგრძლივი და რეგულარული მიღებაა საჭირო.

frenis kompensacia
frenis kompensacia