მოაშორეთ მწერები და ობობები თქვენს სახლს ქიმიკატების გარეშე!

7368
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ბევრ ადამიანს ეზიზღება ობობები თუ სხვა ხოჭოები, მითუმეტეს როცა ისინი მათ სახლში არიან. თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, არ შეშინდეთ- უამრავი ბუნებრივი გზა არსებობს მათ მოსაშორებლად.

1. გამოიყენეთ კედარი

კედარი ხოჭოებისა და ობობების „გამანადგურებელია“, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ შიდა ეზოებში, კარადებში, საკიდებზე; ასევე მისი გამოყენება სახლშიც შესაძლებელია, რათა შექმნათ მწერებისგან თავდასაცავი „ბლოკი“.

2. შეინარჩუნეთ თქვენი ეზოს სისუფთავე

თქვენ თავიდან უნდა მოიშოროთ ფოთლები, ბალახები ან ტოტები. ობობებისთვის ეს ნორმალური ზონებია საცხოვრებლად. ამიტომ ეცადეთ, რომ ეზოში რეგულარულად შეინარჩუნოთ სისუფთავე.

3. გამოიყენეთ ციტრუსი

ხოჭოებს და სხვა მწერებს ციტრუსი არ უყვართ. თუ თქვენს სახლში არის ადგილები, სადაც ობობები გროვდებიან, კედლებს და ფანჯრებს წაუსვით ლიმონის, ლაიმის ან ფორთოხლის წვენი.

4. გამოიყენეთ პიტნის ზეთი

პიტნის ეთერზეთი იყიდეთ და სპრეი ბოთლში ჩაასხით. სადაც კი ობობას ქსელს დაინახავთ, მიასხურეთ ეს ეთერზეთი, ობობა ამ ადგილს აღარ მიეკარება ბონუსად კი სასიამოვნო სურნელებასაც მიიღებთ.

5. შეინარჩუნეთ სახლში სისუფთავე

შეინარჩუნეთ სახლში სისუფთავე, სადმე ნესტიანი ადგილი თუ გაქვთ, ეცადეთ, რომ ეს ნესტი მოაშოროთ.

6. ძმრის სპრეი

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმრის სპრეი. შეასხურეთ ყველა იმ ადგილს, სადაც ობობები ან ხოჭოები გეგულებათ.

როგორ მოვიშოროთ თავიდან სხვა პარაზიტები?

ძირითადად, ობობები ჭამენ მწერებს და სხვა მწერი თუ არაა სახლში, იქ არც ობობაა. ამიტომ სხვა მწერების მოშორება შეგიძლია ეთერზეთების სპრეებით, მაგალითად ლიმონის, ფორთოხლის, ნივრის, წიწაკის.

ჭიანჭველების მოსაშორებლად კი კიტრის ნაჭრები დაჭერით და იმ ადგილას დადეთ, სადაც ჭიანჭველების ბუდეა. მფრინავი მწერებისთვის კი პიტნის ფოთოლი გამოიყენეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia