“ოქროს სასმელი” საკვერცხის კისტის სამკურნალოდ! აი როგორ უნდა გააკეთოთ იგი!

546

“ოქროს სასმელი” საკვერცხის კისტის სამკურნალოდ! აი როგორ უნდა გააკეთოთ იგი!

საკვერცხის კისტა – საკვერცხის კისტოზური წარმონაქმნი (სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია  გარსით).  კისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. საკვერცხის კისტების ორი ტიპი არსებობს:

  • ფუნქციური კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის ნაწილია და არ საჭიროების მკურნალობას.
  • პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი (ენდომეტროიდული, ლუთეინური, დერმოიდული,საკვერცხის ფიბრომა), ასევე ავთვისებიანი.

საკვერცხის კისტის სიმპტომები:

საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი აღმოჩენა ულტრაბგერით კვლევაზე ხდება.

საკვერცხის კისტისთვის  დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილი მუცლის ქვედა მიდამოში, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში;
  • არარეგულარული, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დრო ;
  • ტკივილი შარდვის და  დეფეკაციის დროს;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
  • ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად გამოყოფას, რომლის გამოც ჩნდება ცვლიელებები სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ან/და ჭარბთმიანობა

“მართალია, ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ ეფექტი აშკარაა – 8 თვის შემდეგ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კისტა აღარ მაქვს”, – აღნიშნავს მკითხველი და მკურნალობის მეთოდს გვიზიარებს:

I კურსი

– ავიღე:

  • მცენარე ოქროს ულვაშის 12 ფოთოლი,
  • დავასხი 0,5 ლ არაყი
  • და 21 დღით სიბნელეში დავდგი.
  • ყოველდღე ვანჯღრევდი.

21 დღის შემდეგ ვსვი 10 დღე. შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.

II კურსი – ავიღე:

  • ცოტაოდენი ოროვანდი,
  • გავრეცხე,
  • გავატარე ხორცსაკეპში,
  • წვენი გამოვწურე
  • და დავლიე,
  • ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი.

პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა, შემდეგ 10 დღე ისევ უნდა შეისვენოთ და მესამე კურსი ჩაიტაროთ.

III კურსი – 30 დღის განმავლობაში ისევ ოქროს ულვაშის ნაყენს ვსვამდი – დესერტის კოვზით დღეში ორჯერ.

მესამე კურსის შემდეგ ჩავიტარე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შევიტყვე, რომ კისტა დაპატარავებულიყო.

IV კურსი – აფთიაქში შევიძინე იორდასალმის ნაყენი, რომელსაც ვსვამდი 30 დღის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

V კურსი – პირველისა და მესამის მსგავსად, ვსვამდი ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს.

მთელ მკურნალობას დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე. 8 თვის შემდეგ კისტა აღარ მქონდა.

Facebook კომენტარები