ძველი ქართული რეცეპტი: ასუფთავებს არტერიებს  და ამცირებს ქოლესტერინის დონეს – უბრალოდ გასაოცარია!

612

 ძველი ქართული რეცეპტი: ასუფთავებს არტერიებს  და ამცირებს ქოლესტერინის დონეს – უბრალოდ გასაოცარია!

ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ ძველ ქართულ ორიგინალურ რეცეპტს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობა, ინფექციები, მაღალი ქოლესტერინი, გაციება, ათეროსკლეროზი და სხვა!

რა არის ქოლესტერინი?

ცილებისა და ცხიმების გარდა სისხლი გაჯერებულია სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ქოლესტერინი. იგი ხელს უწყობს   უჯრედული მემბრანების წარმოქმნას და აუცილებელია ჰორმონალური ცვლისთვის.

ქოლესტერინი სხვადასხვა სახისაა: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL), ძალიან დაბალი სიმკვრივის სტრუქტურირებული ლიპოპროტეინები (VLDL) ტრიგლიცერიდებისა  და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით.

ქოლესტერინის დიდი  ნაწილი  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია, რომელთა ჭარბი რაოდენობა იწვევს კორონარულ დაავადებებს და გულის შეტევის განვითარებას. LDL -ქოლესტერინი აუცილებლად, შეძლებისდაგვარად, დაბალი უნდა იყოს.

მეორეს მხრივ, HDL -ქოლესტერინი წარმოადგენს დამცავ ფაქტორს სისხლძარღვებისთვის და შეძლებისდაგვარად, მაღალი უნდა იყოს.

დიდი რაოდენობით  ტრიგლიცერიდებს  აქვთ საკმაოდ უარყოფითი გავლენა.  ტრიგლიცერიდების  მომატებას ხელს უწყობს ალკოჰოლი, ნახშირწყლები და ჭარბი წონა. ხშირ შემთხვევაში ტრიგლიცერიდების შემცველობა მაღალია დიაბეტიანებში. ამ დროს კვების რეჟიმის შეცვლა და წონის დაკლება  ძალიან  ეფექტურია.

ამ რეცეპტის მომზადება ადვილია და მოითხოვს მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტს, როგორიცაა ლიმონი, ჯანჯაფილი, ნიორი და წყალი.

ისინი ძირითადი ინგრედიენტებია საერთო იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, დეტოქსიკაციისა და რეგენერაციისთვის.

შემადგენლობა:

  • 2 ლიტრი წყალი
  • 4 ლიმონი
  • 4 კბილი  ნიორი
  • 2  ცალი ჯანჯაფილის ფესვი გახეხილი

მომზადება და გამოყენება:

გარეცხეთ ლიმონი და დაჭერით კუბიკებად. გააცალეთ ნიორს კანი და ჩაყარეთ ბლენდერში ჯანჯაფილთან და ლიმონთან ერთად და კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მოათავსეთ ნარევი ქვაბში და დაამატეთ წყალი. მოხარშეთ, ურიეთ სანამ არ ადუღდება. რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ნარევი გააცივეთ. ამის შემდეგ, გადაწურეთ სითხე და შეინახეთ ქილაში ან შუშის ბოთლში.

დალიეთ ერთი ჭიქა ეს სასმელი ყოველ ჭამამდე 2 საათით ადრე უზმოზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.

ამ ნარევის გამოყენების შედეგი შესამჩნევი იქნება ერთი ან ორი კვირის შემდეგ. თქვენი ენერგიის დონე და თქვენი საერთო ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

Facebook კომენტარები