გაიწმინდეთ ნაწლავები სახლის პირობებში ამ ნატურალური რეცეპტების დახმარებით. ეს ყველას ორგანიზმს სჭირდება
თქვენი ნაწლავების და ზოგადად საჭმის მომნელელებელი სისტემის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული თქვენი ორგანიზმის ჯამრთელობა. გადტვირთული გრაფიკის გამო ჩვენ არც თუ ისე ჟანსაღი საკვებით ვიკვებებით, რაც თავისთავად ამძიმებს და ტოქსინებით ავსებს ნაწლავებს.
ეს 10 საშუალება, რომელიც თქვენს ნაწლავებს და მიკროფლორას მწყობრში მოიყვანს, ყველასათვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია უსაფრთხოა. ასე, რომ ახლავე დაიწყეთ თქვენს ჯამრთელობაზე ზრუნვა, მარტივი მეთოდებით.
1. წყალი.
პირველი და ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ ტოქსინებისგან და შლაკებისგან, რომელიც ნაწლავებში გროვდება არის წყალი. დალიეთ დაახლოებით 12 ჭიქა წყალი დღეში. წყალი მთელ ორგანიზმს სისტემაში მოიყვანს.
2. ვაშლი წვენი.
დაიწყეთ თქვენი დღე ერთი ჭიქა ვაშლის ნატურალური წვენით, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მიიღეთ ვაშლის წვენი, საკვების მიღებიდან, მის შემდგომ მიღებამდე პერიოდში. ამის შემდეგ თავს ძალიან კარგად იგრძნობთ და ნაწლავებიც გასუფთავებული გექნებათ. მსგავსი პროცედურა თვეში 3-4 ჯერ გაიმეორეთ, ეს სავსებით საკმარისი იქნება.
3. ლიმონის წვენი.
ლიმონი შეიცავს ვიტამინ C და ანტიოქსიდანტებს. ლიმონი წვენი აურიეთ წყალში და დალიეთ დღეში 2 ჯერ. თუ დილითაც მიირთმევთ ამ სასმელს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
4. ბოსტნეულის წვენები.
ნაწლავის საგულდაგულოდ გასაწმენდად გამოიყენეთ ბოსტნეულის წვენები. წვენი მიირთვით ჭამიდან ჭამამდე. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ფერის ბოსტნეულს. ძალიან სასარგებლოა ჭარხლისგან და სტაფილოსგან მომზადებული წვენი. ეს წვენები თქვენს იმუნიტეტსაც გააძლიერებს. მსგავსი პროცედურა რამდენიმე დღე გააგრძელეთ.
5. ცელულოზა.
ვაში, მსხალი, ბროკოლი, პური, შვრია, ნუში – ეს პროდუქტები მდიდარია ცელულოზათი. რაც უფრო მეტ ცელულოზას მიირთმევთ, მით უფრო ჯანმრთელია თქვენი ორგანიზმი და უფრო მარტივადაც ხდება მისი გაწმენდა. იმ დღეებში, როდესაც თქვენ ორგანიზმს წვენებით გაწმინდავთ, ყურადღება მიაქციეთ რომ თქვენს მენიუში აუცილებლად იყოს საკმარისი ცელულოზა.
6. იოგურტი.
იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომელი აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას. თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი აუცილებლად მიირთვით იოგურტი ყოველდღიურად. მისი მიღების საუკეთესო დრო საღამოა.
7. გოგრის თესლი.
გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, ანტიოქსიდანტებს. დაუმატეთ გოგრის თესლი სალათებს, ფაფებს ეს სასარგებლო და ძალიან გემრიელია.
8. ზღვის მარილი.
გახსენით 1 ს.კ. მარილი, 1 ჭ. ოდნავ თბილს წყალში და დალიეთ დილით. უკეთესი ეფექტისთვის გაიკეთეთ მუცლის მსუბუქი მასაჟი. ეს პროცედურა თვეში 5-6 ჯერ გაიმეორეთ.
9. ალოე ვერა.
გამოწურეთ წვენი ალოესგან ან დააქუცმაცეთ ბლენდერში. დალიეთ ალოეს წვენი პატარა პორციებით მთელი დღის განმავლობაში. ეს მსუბუქად გაასუფთავებს თქვენს ნაწლავებს და მოაწესრიგებს მის მიკროფლორას.
10. კოჭა.
დაუმატეთ კოჭა ჩაის ან მიირეთ ის დაქუცმაცებული. ეს გაგათავისუფლებთ მავნე ბაქტერიებისგან ნაწლავში და დააჩქარებს ყველანაირ პროცესს ორგანიზმში.