რეცეპტი, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი აყენებს ფეხზე

4300

რეცეპტი, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი აყენებს ფეხზე

კუჭის წყლული

ტერმინი კუჭის წყლული, რომელიც ხალხში გამოიყენება ასერთიანებს როგორც კუჭის, ასევე თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს. წყლული შესაძლებელია არსებობდეს როგორც ცალ-ცალკე ასევე ორივე ორგანოზე ერთდროულად.

დადგენილია რომ შემთხვევათა 90%-ში მკურნალობა საჭიროებს ანტიბიოტიკების გამოყენებას. მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება.

წყლულის მთავარი გამომწვევი ჰელიკობაქტერიაა, რომელიც ლორწოვანი გარსის დაცვით ფუნქციას არღვევს. წყლული ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტების განგრძლივმა გამოყენებამ.

წყლულის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიჩნეულია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, საფუარით მდიდარი საკვების ხშირი მიღება. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა, ხოლო სტრესი, კვებითი ფაქტორები(ცხარე საკვები) არ იწვევს წლულს, თუმცა პროვოცირებას უწევს.

სიმპრომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება:

  • გულძმარვა
  • ცხიმიანი საკვების აუტანლობა
  • წვა და ტკივილი
  • კუჭის გადავსების შეგრძნება
  • გულისრევის შეგრძნება

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს ღამით ტკივი.

რამდენიმე წლის წინ დამჩემდა ტკივილი მუცლის არეში, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა, თან ახლდა ღებინების შეგრძნება და გულძმარვა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტკივილები მიმწვავდებოდა.

ჩავიტარე გამოკვლევები და კუჭის წყლულის დიაგნოზი დამისვეს. აბა რა მომივიდოდა — წლების განმავლობაში არასწორად ვიკვებებოდი, არც ალკოჰოლსა და თამბაქოსთან ვიყავი მწყრალად.

დამინიშნეს მედიკამენტები, რომლებმაც მდგომარეობა შემიმსუბუქა, მომიწესრიგა საჭმლის მონელება და ტკივილებიც შემიწყდა. მაგრამ მუდამ წამლებზე ხომ არ ვიქნებოდი?

გარდა მათი სიძვირისა, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებისაც მეშინოდა. ამიტომ მოვიძიე მცენარეული რეცეპტები და ამ საშუალებებით გავაგრძელე მკურნალობა.

თავდაპირველად ყველას მინდა ვურჩიო, მოიწესრიგოს კვების რეჟიმი, საკვები მიიღოს ხშირად და მცირე ულუფებით, უარი თქვას ალკოჰოლსა და სიგარეტზე.

სამკურნალო ნახარში კი ასე მზადდება:

  •  აიღეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა,
  • პიტნის ფოთოლი და ცაცხვის ყვავილი,
  • დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,
  • დადგით ნელ ცეცხლზე და
  • ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.
  • შემდეგ დააყენეთ 2 საათით.
  • ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • მკურნალობის კურსი 1 თვეა.

თუ მოგეწონათ სტატია შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები