იჩქარეთ! დაძლიეთ ართრიტით გამოწვეული ტკვილი ამ საშუალებთ!

815

იჩქარეთ! დაძლიეთ ართრიტით გამოწვეული ტკვილი ამ საშუალებთ!

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ორგანოს აზიანებს, უმთავრესად კი სახსრების სინოვიურ გარსებს. დაავადება აუტოიმუნური ბუნებისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რევმატოიდული ართრიტის დროს იწყება ანტისხეულების წარმოქმნა საკუთარი ჯანსაღი ქსოვილების, უმთავრესად სახსრების სინოვიური გარსის მიმართ.

დაავადების დროს აღმოცენებული იმუნური ანთებაც პირველად სწორედ სასახსრების სინოვიურ გარსშია ლოკალიზებული. იმუნური უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ანთების მედიატორები, რომლებიც შემდგომ ხრტილისა და ძვლის დაზიანებას იწვევს. დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით.

გთავაზობთ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო რეცეპტს.

მე თავად ვიყავი შეწუხებული სახსრების ტკივილით წლების განმავლობაში. მეგონა, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ ასე აღარ ვფიქრობ.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

  • აიღეთ ერთი წილი დიდგულას ყვავილები,
  • ოთხი წილი არყის ხის ფოთლები
  • და ხუთი წილი ტირიფის ფესვები.
  • მიღებული ნარევის 3 ს/კ ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,
  • დაასხით ორ-ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი
  • და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით.
  • შემდეგ გადმოდგით,
  • შეაგრილეთ,
  • გადაწურეთ
  • და მიიღეთ 1/2 ჭიქა 4- ჯერ დღეში, ჭამამდე.

ამ ნაყენთან ერთად ვსვამდი ინდომეტაცინს. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირაა. საგრძნობლად შემიმსუბუქდა მდგომარეობა. სახსრები მხოლოდ იშვიათად მახსენებს თავს, მაშინაც აღნიშნულ ნაყენს ვსვამ და მალევე გამივლის ხოლმე. ვიცი, რომ სახსრების ტკივილი ბევრ ადამიანს აწუხებს. სცადეთ, იქნებ თქვენთვისაც წამლად იქცეს ჩემი რეცეპტი.

 ექიმის კომენტარი:

დიდგულა მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელიც განაპირობებს მის ოფლმდენ, ანტიანთებით და შარდმდენ მოქმედებას. სწორედ ძლიერი ანტიანთებითი მოქმედების გამოა ეფექტური იგი მიოზიტების (კუნთების ანთების), ნევრალგიების (ნერვის ანთების) და სახსრების დაავადების დროს.

არყის ხის ფოთლებს აქვს ზომიერი ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება. ექსპერიმენტული კვლევის დროს არყის ხის წვენი შლის ფოსფატურ და კარბონატულ კენჭებს. აგრეთვე, დადგენილია, რომ მისი პრეპარატები ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და თავის ტვინის ქერქის ფუნქციაზე.

ტირიფი ჯერ კიდევ ძველ ქართულ მედიცინაში გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება სხვადასხვა დაავადების დროს. მასაც აქვს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციის (აღდგენის) მასტიმულირებელი თვისებები.

ამდენად, აღნიშნული რეცეპტი მეტად გონივრულადაა შედგენილი და დადებითი შედეგი უნდა მოგვცეს სახსრების ანთებით-დისტროფიული დაავადების კომპლექ- სური მკურნალობის დროს.

Facebook კომენტარები