შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის დამარცხებაში!

334

შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის დამარცხებაში!

რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?

არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა „რისკფაქტორი“ აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს. დაავადების მრავალფეროვანი მიზეზი პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია ანუ არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები და რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც ჩვენს მონდომებასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული ანუ მოდიფიცირებადი რისკფაქტორები.

ათეროსკლეროზის არამოდიფიცირებადი რისკფაქტორებია:

ასაკი

ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მაღალია ათეროსკლეროზის რისკი. ამის გამო ხშირად ათეროსკლეროზს სიბერის თანმხლებ მოვლენად განიხილავენ. ცნობილია, რომ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილება განსაზღვრული ასაკის შემდეგ თითქმის ყველას აღენიშნება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.

სქესი

ის ათეროსკლეროზის აღმოცენების დამოუკიდებელი რისკფაქტორია. მამაკაცებს ათეროსკლეროზი 10 წლით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მისი განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ.

ადამიანისთვის ყველაზე საშიშია ისეთი სიბერე, ნაადრევად რომ დააუძლურებს, შრომისა და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს. ბევრი სამედიცინო წიგნი წამიკი თხავს ამ თემაზე და დავასკვენი, რომ ორგანიზმის დაბერების საფუძველს ქოლესტერინის სიჭარბე და ათეროსკლეროზი წარმოადგენს.

წლების განმავლობაში ვეძებდი რეცეპტს, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამომადგებოდა. ვიპოვე კიდეც. ამ რეცეპტით მომზადებული ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მძიმე ტვირთისგან გამითავისუფლდა, მომეხსნა სისუსტე, მომიწესრიგდა წნევა, გამიუმჯობესდა გულის მუშაობა.

მჯერა, რომ ჩემი რეცეპტი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ მინდა, იგი თქვენც გაგიზიაროთ:

აიღეთ 100-100 გ :

  • გვირილა,
  • კრაზანა,
  • ნეგო,
  • არყის ხის კვირტი,
  • დაფქვით,
  • აურიეთ ერთ- მანეთში,
  • ჩაყარეთ მინის ქილაში
  • და დაახურეთ თავი.

საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი, გაფილტრეთ. 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ. დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველსანამ ნარევი არ გამოგელევათ. დღე, ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზისა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები