სიცხის დამწევი ეს ბუნებრივი საშუალებები  ბევრად ეფექტიანია! მინდა ყველას მოგიყვეთ ამის შესახებ!

484

სიცხის დამწევი ეს ბუნებრივი საშუალებები  ბევრად ეფექტიანია! მინდა ყველას მოგიყვეთ ამის შესახებ!

როგორც მოგეხსენებათ ზამთრის სეზონზე გაციება და მაღალი ტემპერატურა ყველაზე გავრცელებულია. დღეს გესაუბრებით ხალხურ საშუალებებს, რომელთაც შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ ამ დროს.

ორგანიზმის ტემპერატურული რეაქცია ერთ-ერთი დამცველობითი მექანიზმია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი აქტიურად ებრძვის მასში მიმდინარე ანთებით თუ სხვა სახის პროცესებს. აქედან გამომდინარე, ტემპერატურული რეაქციის შესუსტება-შენელება, მისი დათრგუნვა (ანუ სიცხის ხელოვნურად სხვადასხვა მედიკამენტით დაწევა) ხშირ შემთხვევაში ორგანიზმისთვის მავნებელია.

როგორც სპეციალისტები იუწყებიან: 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის მატება საგანგა- შოდ არ უნდა მივიჩნიოთ და სასურველია მის დაწევაში ხელოვნურად არ ჩავერიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება. ცხელებას, საზოგადოდ, უმჯობესია ნატურალური სიცხის დამწევი (ანტიპირეზული) საშუალებებით ვებრძოლოთ.

ამ საშუალებებს შორისაა სხვადასხვა მცენარის ნაყოფი, კვირტი, ფოთოლი, ყვავილი და სხვ. კერძოდ, სიცხის დამწევი ეფექტი განსაკუთრებით კარგად აქვს გამოხატული ჟოლოს, მარწყვის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის, ქლიავისა და ფორთოხლის ნაყოფს.

ჩამოთვლილი ნაყოფი თუ კენკრა სალიცილის მჟავას გარდა შეიცავს ვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ ნივთიერებებს. შესაბამისად, უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნური მედიკამენტები. მითითებული ხილი თუ კენკრა ნებისმიერი სახით შეიძლება გამოიყენოთ, ნატურალური ან მურაბის სახით.

მურაბა შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ. სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა შემდეგი მცენარეებიც კვირტები, გულყვითელა და ცაცხვის ყვავილი. ყველა მათგანს იმავდროულად ოფლმდენი თავშავა, არყის ეფექტიც აქვს.

აღნიშნულ მცენარეთა გამოყენებისას უმჯობესია მოამზადოთ მათი ნაყენი. ამისათვის 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი და ოფლმდენი ეფექტი აქვს თაფლსაც. ბუნების ეს საოცრება იმავდროულად აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტები შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას!

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia