შებერილობის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული!
წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს. გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მიშველა და კმაყოფილი ვარ.
გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას, ასევე ძალიან კარგია ძირა.
მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (სულ 2 ჩ/კ დღეში).
დილით უზმოზე დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ დაწექით 30 წთ, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღე დაისვენებთ და გაიმეორებთ კურსს).
ასევე ეფექტურია ასეთი ნაყენი:
- თანაბარი რაოდენობის პიტნა,
- კამის,
- ცერეცოსა
- და ძირას
- თესლის 2 ჩ/კ ნარევს
- დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
- დააყოვნეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში,
გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე (სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში).
ექიმის კომენტარი:
კამა, ძირა, პიტნა, ცერეცო — ანტიანთებითი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ცნობილი ეფექტიანი საშუალებებია და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს. ნიორი თრგუნავს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, დადებითად მოქმედებს მეტეორიზმის დროს.
კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ამასთან იგი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი კარტოფილის წვენის ხანგრძლივად მიღების შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა.
ახალგამოწურული წვენი ეფექტიანია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭამამდე 10 წუთით ადრე მიღებისას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი კანი, შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდს — სოლანინს, რომელიც მცირე დოზებით ანტიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ დიდი დოზებით ტოქსიკური ეფექტი აქვს.
მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც მოწამვლის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. დიდი დოზით მიღებისას სოლანინი თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აზიანებს სისხლისფორმიან ელემენტებს. უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა, მძიმე შემთხვევაში კი გონების ხანმოკლე დაკარგვა.
სტატიაში შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!