ეს ნაყენი სულ რაღაც სამ დღეში მოგიხსნით კუჭ-ნაწლავის სპაზმებს და გაგიუმჯობესებთ კუჭის მოქმედებას!
აქ შემოთავაზებული ჩაის რეცეპტები გაგიუმჯობესებთ კუჭის მოქმედებას, მოგიხსნით კუჭ–ნაწლავის სპაზმებს, გაგიუმჯობესებთ ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.
აიღეთ თანაბარი რაოდენობით მოცვის და შორთხვის ნაყოფი. დააქუცმაცეთ 2 ს.კ. ნარევი, დააყენეთ 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყლით, ადუღეთ 20 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3ჯერ დღეში.
კიდევ ერთი ჩაის რეცეპტი: აიღეთ სამ–სამი კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი, 2 კოვზი პიტნის ფოთოლი და თითო–თითო კოვზი კატაბალახას და კოთხოჯის ფესვი. ნარევი კარგად დააქუცმაცეთ. 2 ს.კ. ნარევს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ., გაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. დილით და საღამოს.
სასარგებლო შვრიის კისელი. შვრიას დაასხით თბილი ადუღებული წყალი, დადგით დღე–ღამის განმავლობაში გასაფუებლად. გაწურეთ მასა, დაამატეთ მარილი და ხარშეთ შესქელებამდე. კისელი ჩაასხით ჭიქებში და დადგით სიცივეში.
აიღეთ ხეშავის ქერქი 4 წილი, დიდგულას ყვავილი 2 წილი, დიდკამის თესლი 2 წილი, ანისულის ნაყოფი 1 წილი. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. ნაყენი 2–ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ
დილით და საღამოს.
ხეშავის ქერქი – 4 წილი, ძირტკბილას ფესვი –2 წილი, დიდკამის თესლი – 1 წილი, ანისულის ნაყოფი 1 წილი. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. ნაყენი 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ
დილით და საღამოს.
აიღეთ გვირილის ყვავილი 5 წილი, კატაბალახას ფესვი — 4 წილი, კვლიავის ნაყოფი — 1 წილი. მიიღეთ 0,5 ჩ.ჭ. ნაყენი დილით და საღამოს.
აიღეთ: დიდგულას ყვავილი 5 წილი, ხეშავის ნაყოფი – 5 წილი. მიიღეთ 1 ჩ.ჭ. ნახარში 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ დილით და საღამოს.
ჩაი და გულის დაავადებები
საერთაშორისო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ყველაზე გავრცელებული გულის პრობლემა გულის იშემიური დაავადებაა (კორონარების პათოლოგია), რომლის დროსაც ხდება არტერიების მთლიანი ან ნაწილობრივი დაბლოკვა. ამ დროს გულს სისხლი აღარ მიეწოდება. ქოლესტერინის შემცველი ნადები (ფოლაქები) არტერიებში და ანთება ყველაზე ხშირი მიზეზია ამ დაავადებისა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.