საშარდე გზებში კენჭების დაშლის უებარი საშუალება - ნეტავ აქამდე მცოდნოდა!
საშარდე გზებში კენჭები გამიჩნდა. ექიმმა დიაგნოზის დასმისთანავე მითხრა, რომ
ეს დაავადება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რომ მისი მკურნალობა ადვილი არ არის.
ყველაფერს მივხვდი და გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თვითონვე მიმეხედა.
პატარა კენჭები აღმომაჩნდა და ეს გამოჯანმრთელების იმედს მაძლევდა.
მკურნალობა დავიწყე წვენებითა და ნაყენებით. 1 ჭიქა ცხელ წყალში ვხსნიდი 1 სუფრის კოვზ ხმელ, დაფქულ ვაშლის ქერქს და დღეში 3-ჯერ ვსვამდი (ვაშლის ნათალს ვახმობდი და ყავის საფქვავში ვფქვავდი).
მერე ახალგამოწურულ სტაფილოს წვენზე გადავედი, ჯერ ვიღებდი მესამედ ჭიქას. ყოველ დილით, უზმოზე, 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს ვსვამდი. ასე გავაგრძელე 5-6 თვე. შვება ვიგრძენი, მაგრამ ერთ საღამოს კენჭი დაიძრა და ისეთი შეტევა დამეწყო, კინაღამ გადამიყოლა. ის ღამე ძლივს გავათენე.
მეორე დღეს ექიმთან მივედი, მაგრამ იგივე სიტყვები მოვისმინე — საჭიროა. ინდივიდუალური მიდგომა, დრო და მოთმინებაო. შინ დაღონებული დავბრუნდი. ცოლმა დამამშვიდა და ქსენია ბებოსთან მიდიო, მირჩია. ქსენია ბებო ჩვენი კარის მეზობლის დედაა, რაჭაში ცხოვრობს, მაგრამ ზამთარს თბილისში, შვილთან ატარებს.
ათასნაირი ბალახი ჩამოაქვს და უამრავი სამკურნალო ნაყენის მომზადება იცის. მართლაც, მივედი და აი, რა მასწავლა ქსენია ბებომ:
აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, ნახევრამდე აავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვით, ბოლომდე არყით და 10 დღით სითბოში დადგით. მერე გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში 2-ჯერ, თითო სუფრის კოვზი ჭამის წინ. სვით, ვიდრე არ გათავდება.
ამ ნაყენის მიღება 10 წლის წინ დავიწყე და მას შემდეგ პერიოდულად ვსვამ. აღარც კი
მახსოვს, რა არის შარდკენჭოვანი დაავადება.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით..
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.