ეს 10 სასარგებლო რჩევა ყველა ქალს გამოადგება, ეცადეთ დაიმახსოვროთ…

1018

არაკომფორტული ფეხსაცმელი, ბიუსტჰალტერი ბასრი რკინებით და სხვა უამრავი პატარა პრობლემა ქალების ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი და დაზოგოთ დრო, ჩვენ გთავაზობთ 10 სასარგებლო რჩევას, ყურადღებით წაიკითხეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ!

სასარგებლო რჩევები ქალებისთვის

1.საპარსი ქაფი-შესანიშნავი ლაქების ამომყვანია, დაგეხმარებათ მოაშოროთ ტანსაცმელს კოსმეტიკის, პომიდორის, ცხიმის ლაქები. წაუსვით ცოტაოდენი ქაფი პრობლემურ ადგილზე და ნაზად გახეხეთ ღრუბელის დახმარებით.

2. სარეცხის სამაგრი სარჭის დახმარებით კიდევ ერთ პრობლემას მოაგვარებთ: ხშირად იხლართება თქვენი ყურსასმენები? სარჭის გამოყენებით ის ყოველთვის ლამზად დახვეული იქნება თქვენს ჩანთაში.

3.თასმების დაზიანებული ბოლოების პრობლემას ფრჩხილის უფერო ლაქის დახმარებით მოაგვარებთ.

4.ოფლის ლაქების თავიდან ასაცილებლად ეს რჩევა ნამდვილად გამოგადგებათ, აიღეთ ყოველდღიური ჰიგიენური საფენი და დაუმაგრეთ ზედატანს იღლიების ადგილზე.

5. თუ თქვენს კაბას ამოჭრილი ზურგი აქვს, შეგიძლიათ ძველი ბიუსტჰალტერი გამოიყენოთ, მოაჭერით მას გვერდები და მთავარი ნაწილი მიაკერეთ კაბას.

6.პატარა სამაგრის დახმარებით შეძლებთ ბიუსტჰალტერის და მაისურის ბრეტელების დამაგრებას. ძალიან მარტივი და მოსახერხებელია!

7.თუ ბიუსტჰალტერის რკინის სარჭები გაწუხებთ, აიღეთ ჰიგიენური საფენი დაჭერით და დაამაგრეთ ბასრ ბოლოებზე.

8.ჩვეულებრივი საპარსის გამოყენებით ტანსაცმელს მოაშორებთ ზედმეტ ბურძგლს.

9.ამ მეთოდის გამოყენებით შეძლებთ ვიწრო ფეხსაცმლის გაფართოებას. გაავსეთ პოლიეთილენის პაკეტები წყლით და მოათავსეთ ფეხსაცმელში, შემდეგ კი შედგით საყინულეში მთელი ღამის განმავლობაში.

10.მაღალი ქუსლების მოყვარულებს ეს რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ. თუ მსამე და მეოთხე თითს წებოვანი ლენტით ან პლასტირით შეიკრავთ, სიარული უფრო მოსახერხებელი გახდება, ფეხები ნაკლებად დაგეღლებათ.

თუ თხელ კაპრონის კოლგოტს ან წინდას ამგვარად ჩაიცვამთ, ფეხი აღარ ისრიალებს ფეხსაცმელში და ვიზუალურ ეფექტსაც გააუმჯობესებთ.

შეგიძლიათ საკუთარი ხელით შეკეროთ სპეციალური საფენები ფეხსაცმელისთვის, შედეგად- დღის ბოლოსაც კი მოხერხებულად ივლით და ნაკლებად დაიღლებით.

frenis kompensacia
frenis kompensacia