როგორ გავწმინდოთ ღუმელი მარტივად? ამის მერე ძვირიან საწმენდებს აღარ იყიდით!

1467
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

საცხობი ღუმელი ერთ-ერთი რთულად გასაწმენდი საგანია. სამწუხაროდ, ის საწმენდი საშუალებები, რასაც მაღაზიებში ვყიდულობთ, ხშირად არაეფექტურია. სამაგიეროდ სოდასა და ლიმონმჟავას ნარევი არაჩვეულებრივად ასუფთავებს ღუმელს ცხიმისა და ლაქებისგან.

აი რა დაგჭირდებათ თქვენ:

• 0.25 ჭიქა სოდა

• 10 გრ ლიმონჟავა

• 1 ლიმონი

• 1 ლიტრი წყალი

• 2 ჩ/კ სარეცხი საშუალება

როგორ გავწმინდოთ ღუმლის ფანჯარა?

1. სოდასა და ლიმონმჟავას არც თუ ისე დიდი რაოდენობის წყალი შეურიეთ. მდგრადობა ისეთივე სქელი უნდა გამოვიდეს, როგორც არაჟანს აქვს.

2. წაუსვით ის ფანჯარას.

3. 30 წუთით დატოვეთ.

4. ფრთხილად ღრუბლით გაწმინდეთ.

როგორ გავწმინდოთ ღუმელი შიგნიდან?

1. კონტეინერში წყალი ჩაასხით, ჩააგდეთ ლიმონი და დაუმატეთ სარეცხი საშუალება.

2. მოათავსეთ ის ღუმელში და ჩართეთ 100 გრადუსამდე 30 წუთით.

3. ამის შემდეგ ცხიმი დატენიანებული ღრუბლით მოაშორეთ.

ეს საწმენდი საშუალებები ბევრად იაფი დაგიჯდებათ, მთავარია ღუმელი ხშირ-ხშირად წმინდოთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia