მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიაბეტიკებისთვის  – გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე.

1229

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიაბეტიკებისთვის  - გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე.

შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია.

გაგიზიარებთ რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ  შაქრის დონე დაირეგულიროთ წამლების  გარეშე.

გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ცალი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ.

შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით.

ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგიყვეთ), დაამატეთ
სპირტი _ 100 გრამი 2 ჩაის ჭიქაზე და წამალიც მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ, დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ.

მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ
გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ.

ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.

შაქრის მოწესრიგება ასეც შეიძლება: აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი,
კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე.

როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
აიღეთ თავი ხახვი, გაფქცვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

აურიეთ 1 ჭიქა კეფირში 1 სადილის კოვზი პირშუშხას წვენი. დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს, ჭამამდე.

აიღეთ 60 გრამი მარწყვის ფოთოლი, 40 გრამი ცაცხვის ყვავილი, 30 გრამი გულყვითელას ყვავილი, 100 გრამი მოცვის ფოთოლი.

დაასხით 1 სადილის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. სვით თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

პარალელურად აუცილებელია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი.
გააგრძელოთ თუ არა ნაყენის სმა შაქრის დონის დარეგულირების შემდგომ, ამის თაობაზე კონსულტაცია და რჩევა-დარიგება მკურნალი ექიმისგან მიიღეთ.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia