ხალხური მედიცინის ფასდაუდებელი რეცეპტი ჩიყვის სამკურნალოდ!!! ეს ნამდვილად დაგეხმარებათ!

864

ხალხური მედიცინის ფასდაუდებელი რეცეპტი ჩიყვის სამკურნალოდ!!! ეს ნამდვილად დაგეხმარებათ!

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ის შეიძლება იყოს დიფუზური, კვანძოვანი და შერეული. პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ყოველგვარ დაავადებას ჩიყვს უწოდებენ, ეს კი შეცდომაა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ყოველთვის არ ახლავს თან ამ ორგანოს გადიდება. ამ შემთხვევაში ჩიყვზე საუბარი უადგილოა.

ამ ორგანოს დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტია. ასევე შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია გამოწვეული იყოს თირეოიდული ჰორმონების სინთეზში მონაწილე ფერმენტული სისტემების თანდაყოლილი დეფექტით, ეთნიკური ან გენეტიკური განწყობით, სტრესული და სხვა ეგზოგენური ფაქტორებით, მაგალითად, თამბაქოს მოხმარებით.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალპაციის მონაცემებს, ჰორმონულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება სხვა, დამატებითი გამოკვლევებიც. ჰორმონული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, სუბკლინიკური ფორმების დიაგნოსტირება.

ექოსკოპიური კვლევა ყველაზე მარტივი, უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდია. მისი მეშვეობით ზუსტად განისაზღვრება ფარისებრი ჯირკვლის ზომები, კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობა, მათი ზომები და ქსოვილის სტრუქტურა. ექოლოგიური კვლევა ჰორმონულთან ერთად საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობის მართებული ტაქტიკის შესარჩევად.

ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება — ჩიყვი აწუხებს, წამლად გამოადგება თეთრი ხახვი, რომელიც აპატარავებს ჩიყვს. უკვე რამდენიმე წელია ამ საშუალებით ვმკურნალობ. ჯირკვლის ზრდა შეჩერდა და თავსაც გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ეს რეცეპტი ძველ კარაბადინში აღმოვაჩინე:

  • 1 კგ (ან 7-8 თავი) თეთრი ხახვი გახეხეთ,
  • მიღებული ფაფა მოათავსეთ დოლბანდის ნაჭერზე,
  • დაიდეთ ყელზე, ზემოდან დაიფინეთ კომპრესის ქაღალდი,
  • შეიხვიეთ რბილი სახვევით,
  • კომპრესი 2 საათი უნდა გაიჩეროთ.

თუ ასეთ პროცედურებს კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში გაიკეთებთ, ჯირკვალი არ გაიზრდება და უარყოფითი ცვლილებებიც არ არის მოსალოდნელი. კიდევ ერთი რჩევა უნდა მოგცეთ: ენდოკრინოლოგს აუცილებლად უთხარით, რომ ხახვით მკურნალობას აპირებთ. თეთრი ხახვის კომპრესი მთლიანად არ ცვლის ჩიყვის მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ მასთან ერთად საკმაოდ ეფექტიანია. ჩიყვისთვის ძალიან კარგია კაკლის უღლის ნაყენი, რომელსაც პერიოდულად ვსვამ.

frenis kompensacia
frenis kompensacia