ეს სამკურნალო რეცეპტი ბევრმა ჯერ კიდევ არ იცი –  ამის წყალობით დიდი ხანია ჩემს მშობლებს წამალი აღარ დასჭირვებიათ!

997

ეს სამკურნალო რეცეპტი ბევრმა ჯერ კიდევ არ იცი -  ამის წყალობით დიდი ხანია ჩემს მშობლებს წამალი აღარ დასჭირვებიათ!

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.

ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს  უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ.

Თუ თქვენს კვების რაციონს დაუმატებთ ქაცვის ჩაის, შეძლებთ შეამციროთ მგრძნობელობა ამინდის ცვლილების მიმართ და დაიცვათ ორგანიზმი ვირუსებისგან.

ქაცვის ნაყოფის  ჩაი - რეცეპტები

ქაცვის ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 150 გრ ქაცვის კენკრა, წყალი და თაფლი. კენკრა  გარეცხეთ, დასრისეთ და  დაასხით  მდუღარე წყალი (დაახლოებით 600 მლ) და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მიირთვით ჩაი თაფლით.

კიდევ უფრო ჯანსაღი სასმელის მოსამზადებლად   ქაცვის ჩაის დაუმატეთ კოჭა. 

ასეთი ჩაის მოსამზადებლად საჭიროა აიღოთ 100 გრ ქაცვი, ორი სუფრის კოვზი კოჭა, მიხაკი და დარიჩინის ჯოხი. კენკრა უნდა გაირეცხოს,  დაამატეთ   ჯანჯაფილი და სანელებლები.  დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში. სამკურნალო სასმელი მზად არის.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia