უვნებელი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ჭარბი ოფლიანობის დროს!! სცადეთ და მადლიერი იქნებით!
ოფლის წარმოქმნა, პერსპირაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აღენიშნება ჭარბი ოფლიანობა — ჰიპერჰიდროზი. ბევრი ასეთი პაციენტი მიმართავს სხვადასხვა დარგის სპეციალისტს — ნევროპათოლოგს, დერმატოლოგს, ფსიქიატრს. სამწუხაროდ, მკურნალობა ყოველთვის არ არის ეფექტური, ზოგჯერ კი ეფექტი დროებითია.
ოფლის გამოყოფა თერმოსარეგულაციო მექანიზმია. თერმორეგულაცია წარმოადგენს ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც სხეული მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. ჰიპერჰიდროზი გადაჭარბებული ოფლის წარმოქმნაა და შესაძლოა, ადამიანს სერიოზულ პრობლემად ექცეს.
ვისაც ჰიპერჰიდროზი აქვს, სოციალურ, პროფესიულ და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან დისკომფორტს განიცდის. განასხვავებენ ზოგად და ლოკალურ ჰიპერჰიდროზს. ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზის დროს ოფლის გამოყოფა მომატებულია მთელ სხეულზე.
შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ის მეორეულია ანუ სხვა მიზეზით არის განპირობებული, უმეტესად:
- ინფექციით;
- ენდოკრინული დარღვევებით (ჰიპერთირეოიდიზმით, ჰიპერპიტუიტარიზმით, დია- ბეტით, მენოპაუზით, ორსულობით, ფეოქრომოციტომით, კარცინოიდული სინდრომით, აკრომეგალიით);
- ნევროლოგიური აშლილობით (პარკინსონიზმით);
- მედიკამენტებით (მაგალითად, ანტიდეპრესანტებით);
- ინტოქსიკაციით;
- ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემთხვევაში — მოხსნის სინდრომით.
ზოგიერთს სიცხეში წყალივით სდის ოფლი და ბავშვივით ეწვება კანი: მკერდქვეშ ნაკეცებსა და ზურგზე გამონაყარიც უვითარდება. მე თვითონ მთელი ზაფხული კანის სიწითლე და ქავილი მტანჯავდა. ერთმა ნაცნობმა მირჩია, გამეკეთებინა დიდგულას ნაყენის აბაზანები, რომელიც ძალიან მალე აქრობს კანის ანთებას.
2 ს/კ დიდგულას ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ ისეთ ტემპერატურამდე, რომელიც სხეულისთვის სასიამოვნო იქნება.
ამ ნაყენში დაასველეთ დოლბანდის ნაჭრები და ნახევარი საათი დაიფინეთ კანის გაღიზიანებულ უბნებზე. შემდეგ შეიმშრალეთ სუფთა, რბილი პირსახოცით ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. ამავდროულად, შეგიძლიათ სვათ დიდგულას ყვავილების წყლიანი ნაყენი:
- 1 ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
- დადგით 20 წუთი და სვით ჩაივით დღეში 1-2-ჯერ, სამი კვირის განმავლობაში.
საფენები კი მანამ იკეთეთ, ვიდრე კანი არ დაგიმშვიდდებათ კანი.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!!!