ბუნებრივი საშუალებები პარკისონიზმის სამკურნალოდ! მე მხოლოდ ამან მიშველა!

435
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ბუნებრივი საშუალებები პარკისონიზმის სამკურნალოდ! მე მხოლოდ ამან მიშველა!

ექიმებმა  დამისვეს პარკინსონიზმის დიაგნოზი. ვმკურნალობ ნევროლოგის მეთვალყურეობით, მაგრამ დაავადება კვლავ პროგრესირებს. გავეცანი უამრავ სამედიცინო ლიტერატურას ამ დაავადების შესახებ და ძალიან ვღელავ იმის გამო, რომ ქიმიური წამლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვსვა, თანაც შეიძლება საგრძნობი შედეგი ვერც მივიღო.

ამიტომ დავინტერესდი ხალხური მედიცინით, მივაგენი პარკინსონიზმის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტს. თუმცა არ ვიცი, რამდენად სასარგებლო იქნება მათი გამოყენება ჩემი ჯანმრთელობისთვის. მინდა, ეს რეცეპტი „კარაბადინში“ გამოაქვეყნოთ და ექიმის კომენტარი დაურთოთ — განგვიმარტოთ რეცეპტში შემავალი კომპონენტების სამედიცინო მნიშვნელობა:

  • 5 გ მსხვილად დაკეპილი ამარალისის, იმავე ბელადონას ფესვს
  • დაასხით 100 მლ თეთრი ღვინო (8-10%-იანი),
  • დაუმატეთ 1 გ დანახშირებული საქონლის ძვალი,
  • დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი,
  • შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ, დადგით ბნელ და გრილ ადგილას.

მიიღეთ თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაზარდოთ და ახვიდეთ 2 ს/კოვზამდე თითო მიღებაზე.

ასევე ეფექტიანია სხვა მცენარეთა ნაყენები:

1. ლენცოფას ნაყენი: 1 ჩ/კ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

2. სალბის ნაყენი — 2ს/კ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და დადგით (უმჯობესია თერმოსში) 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ სამ დალევაზე ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ექიმის კომენტარი:

პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული. ვლინდება მოძრაობის სიღარიბით (ოლიგოკინეზია), კუნთების კანკალითა და მოძრაობის შენელებით (ბრადიკინეზია). ყველაზე მეტად გავრცელებულია პარკინსონის დაავადების იდიოპათიური ფორმა, რომელიც 50 წლის შემდეგ ვითარდება, იწყება ხელების კანკალით და ნაწილობრივი ან საერთო შებოჭილობით.

თანდათანობით კანკალი ძლიერდება, ირღვევა სიარულის მანერა. შებოჭილობის, კანკალის, გაძლიერებული ნერწყვდენის და სხვა გამოვლინების შესამცირებლად იყენებენ ატროპინის რიგის, ანტიჰისტამინურ, ნეიროლეტიურ პრეპარატებს. სწორედ ატროპინითაა განსაკუთრებულად მდიდარი მცენარე ამარილისი (ბელადონა), აგრეთვე ლენცოფა, ამდენად, ამ მცენარეთა ნაყენი უდავოდ მოგცემთ დადებით ეფექტს პარკინსონიზმის დროს, მაგრამ მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო გვერდითი ეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაბალი დოზებით. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გუგების გაფართოება, შარდვის გაძნელება, ტაქიკარდია, ყაბზობა. უფრო ძლიერი მოწამვლა კი გაცილებით უფრო სერიოზულ დარღვევებს იწვევს. ატროპინის შემცველი პრეპარატების გამოყენების უკუჩვენებაა გლაუკომა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაზიანებები. პირველ რეცეპტში შემავალი ცხოველური ნახშირი ძალიან ძლიერი მშთანმთქმელია და შესაძლოა მისი ფუნქცია ამ რეცეპტში მცენარის ტოქსიკური თვისებების განეიტრალება იყოს.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia