ხალხური საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია თავის ტკივილის, ჰიპერტონიის და სახსრების ტკივილის დროს!! მე მხოლოდ ეს მშველის!!!

625

ხალხური საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია თავის ტკივილის, ჰიპერტონიის და სახსრების ტკივილის დროს!! მე მხოლოდ ეს მშველის!!!

თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს. ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადებისა: ნევროზისა, დეპრესიული მდგომარეობისა, ჰიპერტონიული დაავადებისა, თირკმლისა და ენდოკრინული პათოლოგიებისა, ნერვული სნეულებებისა… თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.

თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:

1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება:

  • თავის ქალას ტრავმები — ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას;
  • თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები — ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება;
  • თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).

2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტო- სისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.

3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.

4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის:

  • კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
  • ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება;
  • მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი);

ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ დამეწყო აუტანელი თავის ტკივილები და მქონდა ხმაური თავში — გამუდმებით ჩამესმოდა ზუზუნი. წამლები არ მშველოდა. ერთმა ნაცნობმა მირჩია ცხენის წაბლის ნაყენის სმა. ასეც მოვიქეცი. 1/3 ჭიქა შაქრიან წყალს დავამატე 30 წვეთი წაბლის ნაყენი. წამლის მიღებიდან ნახევარ საათში უკეთესობა ვიგრძენი და სულ მალე მშვიდად დავიძინე. მეორე დღეს გავიმეორე და ტკივილმა საერთოდ გამიარა.

ცხენის წაბლის ნაყენი ასე მზადდება:

  • კანიანად დაჭრილ 50 გ ცხენის წაბლს დაასხით 0,5 ლ არაყი და 2 კვირა დადგით ბნელ ადგილას.
  • 30-40 წვეთი ნაყენი დაამატეთ დამტკბარ წყალს და დალიეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.

წაბლის ნაყენი შველის თავის ტკივილს, ჰიპერტონიას, თრომბოფლებიტს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რევმატიზმს, პროსტატის ადენომას, სტენოკარდიას. ეფექტის გასაძლიერებლად ვამზდებ ცხენის წაბლის ბალზამსაც.

10 გ კანიანად დაჭრილ წაბლს ვასხამ 1 ჩ/ჭ ზეთს, ვდგამ წყლის ორთქლზე, მიმყავს ადუღებამდე. შეგრილებულს ვასხამ მუქი შუშის ბოთლში და ვინახავ გრილ ადგილას. ამ ბალზამით ღამით, დაძინებამდე შეგიძლიათ დაიზილოთ მტკივანი ადგილები, შემდეგ კი შემოიხვიოთ შალის ქსოვილი.

განსაკუთრებით კარგია ბალზამი ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის დროს იგი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს. თავის ტკივილისას ბალზამით ვიზელ საფეთქლებსა და შუბლს.

Facebook კომენტარები