ბრონქული ასთმის დროს გამოიყენეთ ეს ნატურალური წამალი! ეს რეცეპტი ბებოს ბლოკნოტში ვიპოვე!

744

ბრონქული ასთმის დროს გამოიყენეთ ეს ნატურალური წამალი! ეს რეცეპტი ბებოს ბლოკნოტში ვიპოვე!

ბრონქული ასთმა დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის ალერგენთან კონტაქტის შედეგად ვითარდება. შესაბამისად, დაავადებულთა ცხოვრების წესში მთავარი როლი ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტასა და შეზღუდვას ენიჭება. ეს კი საცხოვრებელი ადგილიდან უნდა დაიწყოთ:

1. სასურველია, შინ არ იყოს საგნები, რომლებიც განსაკუთრებით აგროვებს მტვერს: სქელი ფარდები, ხალიჩები, რბილი სათამაშოები, ღია თაროზე დაწყობილი წიგნები.

2. ფუმფულა და რბილი საწოლი, სამწუხაროდ, არ გამოდგება, უპირატესობა სპარტანული წესით მოწყობილ საძინებელს მიანიჭეთ. მაგარი საწოლი, მართალია, მიმზიდველად არ გამოიყურება, მაგრამ ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა.

3. ბალიში და საბანი სინთეზური უნდა იყოს, რათა მათი რეგულარული რეცხვა შეძლოთ, ამასთან, არანაკლებ 60 გრადუს ტემპერატურაზე. ზამთარში სასურველია, რამდენიმე წუთით ყინვაშიც გაფინოთ. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ბამბის, მატყლის და შალის საწოლის აქსესუარები თავად შეიცავდეს ალერგენებს, მათში საკმაოდ ადვილად იბუდებენ მიკროსკოპული მტვრის ტკიპები, რადგანაც ეს გამოკვების საუკეთესო გარემოა.

მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა ასთმა. არანაირმა მკურნალობამ არ მიშველა. ერთ-ერთი შეტევის დროს საავადმყოფოში ვიწექი და იქ გავიცანი ქალი, რომელსაც ასევე ჰქონია ასთმა და თავი მოურჩენია სუნთქვითი ვარჯიშებით. მეორე დღესვე შევუდექი ვარჯიშს. დაავადებამ აშკარად უკან იწყო დახევა. თუმცა პირველი შედეგების მისაღწევად თითქმის ნახევარწლიანი ვარჯიში დამჭირდა.

15 წლის წინათ მქონდა ძლიერი ასთმური შეტევები. ერთმა მედიცინის მუშაკმა მირჩია:

  • 25 ცალ მიხაკს დავაყაროთ 15 ჩ/კ შაქარი და დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი.
  • მორევით გავადნოთ შაქარი, დავახუროთ და 12 საათის შემდეგ წამალი მზადაა.
  • 4-5 დღის შემდეგ მიხაკები ამოვიღოთ.
  • წამალი შევინახოთ გრილ ადგილას.

მივიღოთ დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზი (შეტევის დროს დამატებით 1 ჩ/კ). წამლის მიღების შემდეგ გამოიყოფა ბლანტი სითხე და ნახველი ადვილად ამოიღება. 7-8 წელია შეტევა აღარ მქონია, წამალი ამჟამად მზად მაქვს ყოველი შემთხვევისათვის. სცადეთ, იქნებ თქვენც გიშველოთ.

ექიმის კომენტარი:

მიხაკის სახელით ცნობილი სანელებელი, რომელიც კულინარიაში გამოიყენება, მიხაკის ხის გამომშრალი კოკორია. შეიცავს 20% ეთერზეთს, რომლის მთავარი კომპონენტებია ევგენოლი და მთრთიმლავი ნივთიერებები. ცნობილია, რომ ჩინეთის იმპერატორის კარზე არსებობდა ჩვეულება: იმპერატორთან წვეულთ პირში გამუდმებით მიხაკი უნდა ჰქონოდათ, რათა უსუფთაო სუნთქვით არ წაებილწათ მბრძანებელი. მას შემდეგ მიხაკის ეთეროვანი ზეთი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სტომატოლოგიაში.

მიხაკის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს: ინსულტის წინა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობები, მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება, გაფანტული სკლეროზი. მას უნიშნავენ იმპოტენციის და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. მიაჩნიათ, რომ მიხაკი განწყობილების ამაღლებას უწყობს ხელს.

მიხაკის გამოყენება რეკომენდებულია ქრონიკული დაღლილობის, დაბალი წნევის, სასუნთქი სისტემის დაავადებათა და სხვა პათოლოგიების დროს. ამიტომ არუნდა დავივიწყოთ ამ სანელებლის გამოყენება ყოველდღიურ კულინარიაში. მიხაკი უხდება ცომეულს, ტკბილეულს, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს.

frenis kompensacia
frenis kompensacia