ამ ინფორმაციას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა!! - გულის უკმარისობის მიიღეთ ეს "წამალი" !!!
1. თუ გულის უკმარისობა გაქვთ, ყოველდღიურად მიიღეთ 100-120 გ თაფლი, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ მცირე ულუფებით თითო ჩ/კ ან ს/კ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 20 დღეა. ამ დღეებში ძირითადად ხაჭოთი, რძით, ხილითა და ბოსტნეულით იკვებეთ.
2. თირკმელებში კენჭები, ქვიშა და ცილა შარდში შეგიძლიათ მოიშოროთ სტაფილოსა და ქიშმიშის დახმარებით. ეს რეცეპტი ბევრჯერ გამოვცადე ნათესავებსა და ახლობლებზე. ასე რომ, შედეგი თითქმის გარანტირებულია.
- 500 გ სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით კუბებად,
- დაუმატეთ 500 გ კარგად გარეცხილი ქიშმიში.
- ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში,
- დაასხით 1 ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან.
- ქვაბს დაახურეთ სახურავი და ზევიდან მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა.
- შედგით ქვაბი აირღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე (30°C) 8 საათის განმავლობაში.
- შემდეგ გამოიღეთ და 1 საათი დადგით გასაგრილებლად.
- სითხე გადმოწურეთ ცალკე ჭურჭელში, ქიშმიში და სტაფილო კი ოთხფა დოლბანდში კარგად გაწურეთ, სითხე დანარჩენ წვენს შეურიეთ.
- მიიღებთ მუქ ყავისფერ ნახარშს, რომელიც უნდა შეინახოთ მაცივარში.
მიიღეთ 100-100 გრამი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 7-14 დღის განმავლობაში, კენჭების სრულ დაშლამდე. კენჭები ქვიშად იქცევა და შეუმჩნევლად გამოიდევნება. ერთ-ერთ ჩემს ნათესავს 10 მმ-იანი კენჭი ჰქონდა და ისე გაუქრა, ვერაფერი გაიგო. მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ექოსკოპია გაიკეთეთ, რომ შედეგი თვალნათლივ დაინახოთ. წამლის ახალი ულუფა ყოველ მესამე დღეს უნდა აკეთოთ, რათა მკურნალობის კურსი არ გაწყვიტოთ.
ექიმის კომენტარი:
პირველი რეცეპტის ერთადერთი კომპონენტი თაფლია, რომლის ორგანიზმისთვის სარგებლიანობაზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. გეტყვით იმას, რომ მკურნალობის ასეთი კურსი მხოლოდ გულის უკმარისობისთვის კი არა, ნებისმიერი ქრონიკულ პათოლოგიის სამკურნალოდ გამოგადგებათ. მეორე რეცეპტი სტაფილოსა და ქიშმიშის გამოყენებას გვირჩევს.
სტაფილო ხალხურ მედიცინაში თირკმელკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ მართლაც ხშირად გამოიყენება, თანაც სხვადასხვა სახით: ეფექტიანია ამ მიზნით სტაფილოს წვენის, მისი ნახარშის, სტაფილოს თესლის მიღება. ქიშმიში მდიდარია ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით, მის ნახარშს კი ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები აქვს.