ჭინჭარი როგორც წამალი მკურნალობს დიაბეტს! აი ასე ამზადებდა ჩემი დედამთილი!

2733
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ჭინჭარი როგორც წამალი მკურნალობს დიაბეტს! აი ასე ამზადებდა ჩემი დედამთილი!

დიაბეტს ჭინჭარი შველის წინათ მეგონა, შაქრიანი დიაბეტი მათ ემართებოდათ, ვინც დიდი რაოდენობით ტკბილს მიირთმევდა. ეს დიაგნოზი ჩემს დედამთილს რომ დაუსვეს, მაშინღა შევიტყვე, რომ ტკბილეულს ბრალი არ მიუძღვის — თურმე ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი აღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს ანდა, უბრალოდ, მცირდება უჯრედების მიმღებლობა ამ მეტად საჭირო ჰორმონის მიმართ.

გლუკოზა ორგანიზმის თავისებური საწვავი ყოფილა, ინსულინი კი გასაღები, რომელიც უჯრედებს გლუკოზის მისაღებად აღებს. ჩემი დედამთილი პირველ ხანებში აქტიურად იღებდა ყველა წამალს, რომლებიც ექიმმა გამოუწერა. შემდეგ პარალელურად სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც დაიწყო.

მის აფთიაქში საპატიო ადგილი ეკავა ჭინჭარს — მცენარეს, რომელსაც მრავალი ჩვენგანი გვერდს ისე ჩაუვლის, ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ მსუსხავ ბალახს. დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამკურნალო თვისებებით იგი არც ერთ მცენარეს არ ჩამოუვარდება. სპეციალისტებმა მასში მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე 100-მდე ნაერთი აღმოაჩინეს.

ჩვენში ჭინჭარს ისეთი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, რომელთა დროსაც დაქვეითებულია დაავადების გამომწვევი ფაქტორებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი. სასარგებლოა იგი სისხლდენებისა და ანემიების დროს, რადგან ზრდის სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობას. დადგენილია მისი დადებითი გავლენა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. კარგია ტუბერკულოზის დროსაც. მაგრამ ის, რომ ამ მცენარის ფოთლები სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ბევრმა არ იცის.

  • ჭინჭრის 100 გრამი ნედლი ფოთოლი ჩაყარეთ თერმოსში,
  • დაასხათ 1 ლ მდუღარე წყალი,
  • დააყენეთ მთელი ღამით და გაწურეთ.
  • მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

10-14 დღეზე მეტხანს ნაყენის სმა არ შეიძლება, რადგან ჭინჭარი ზრდის სისხლის შედედების უნარს.

ერთ კურსს რომ ჩაიტარებთ, შეგიძლიათ, იმავე წესით მოამზადოთ კრაზანას, მარწყვის ან ხენდროს ფოთლების ნაყენი. პერიოდულად აუცილებელია სისხლში შაქრის დონის გაზომვა. როგორ დავიქვეითოთ შაქრის დონე გთავაზობთ შაქრის დონის დასაქვეითებელ რეცეპტებს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ასეთი რამ მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია:

  • სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა შვრია და დაასხით იმდენი კეფირი, რომ დაიფაროს,
  • ანდა 1 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • დადგით 1 დღით, შემდეგ გადაასხით ქვაბში და შედგით  ცეცხლზე;
  • როგორც კი ადუღდება, მაშინვე გადმოდგით;
  • გააცივეთ, გაწურეთ და სვით თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ — დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.

მკურნალობის კურსი 2 თვეა.

ასეთივე თვისება აქვს პირშუშხას წვენს კეფირთან ერთად:

  • აურიეთ 1 ჭიქა კეფირში 1 სადილის კოვზი პირშუშხას წვენი.

დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს, ჭამამდე.

  • აიღეთ 60 გრამი მაწყვის ფოთოლი,
  • 40 გრამი ცაცხვის ყვავილი,
  • 30 გრამი გულყვითელას ყვავილი,
  • 100 გრამი მოცვის ფოთოლი.
  • დაასხით 1 სადილის კოვზ ნარევს
  • 1 ჭიქა მდუღარე და რამდენიმე წუთი გააჩერეთ.

სვით თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. პარალელურად აუცილებელია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი. გააგრძელოთ თუ არა ნაყენის სმა შაქრის დონის დარეგულირების შემდგომ, ამის თაობაზე კონსულტაცია და რჩევა-დარიგება მკურნალი ექიმისგან მიიღეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia