წყალი ძმრითა და სოდით: ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა!

824
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

წყალი ძმრითა და სოდით: ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა!

ძმარი და საცხობი სოდა ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ეს ორი პროდუქტი ძალიან ეფექტური, იაფი და პოპულარულია, ამიტომ ისინი ალბათ ყველა სახლშია.

დღეს გიამბობთ რატომ არის ეს კომბინაცია ჯანმრთელობისთვის  ძალიან სასარგებლო,   სახის ყველანაირი პრობლემის შესანიშნავი პროფილაქტიკა და  წონის დაკლებისას  საუკეთესო დამხმარე.

რატომ უნდა აურიოთ ძმარი და საცხობი სოდა?

მათი კომბინაციით მიიღებთ  ვაშლის ძმრისა და სოდის ყველა სარგებელს.

სოდასა და ძმარს აქვს საპირისპირო pH. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საცხობი სოდა ტუტეა, ძმარი კი მჟავე, რაც საშუალებას გვაძლევს ერთად გამოვიყენოთ ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

თქვენ მიიღებთ ყველა სარგებელს ორგნიზმზე ზიანის მიყენების გარეშე.

ვაშლის ძმრის თვისებები

ვაშლის ძმარი არის შესანიშნავი სამკურნალო საშუალება,  რომელსაც შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა და რეგენერაცია თავისი მდიდარი კვებითი ღირებულების გამო.

შეიცავს A და B ვიტამინებს, აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს, ფერმენტებს და სხვადასხვა მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, თუთია, რკინა,  სილიციუმი და მრავალი სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები

ვაშლის ძმარი:

  1. ხელს უწყობს ტოქსინების მოცილებას გოგირდის შემცველობის გამო. ის ასევე მოქმედებს პირდაპირ ღვიძლზე, ხელს უწყობს ცხიმების უკეთ ათვისებას.
  2. ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციებს და ზრუნავს თირკმელებზე, ხელს უწყობს საშარდე გზების გაწმენდას.
  3. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ზედმეტ ცხიმს, რაც ხელს უწყობს წონის დაკლებას.
  4. ეს არის შესანიშნავი შარდმდენი საშუალება, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოდევნოთ ჭარბი სითხე ორგანიზმიდან.
  5. ხელს უშლის თვალის სიმშრალეს A ვიტამინის შემცველობის გამო.
  6. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს, რადგან მდიდარია ფერმენტებით. ძალიან სასარგებლოა მეტეორიზმის, მჟავიანობის, შებერილობის და ა.შ.
  7. ებრძვის ყაბზობას.
  8. ამცირებს ღრძილების ანთებას.
  9. შლის ლორწოს გაციების და სინუსიტის დროს.

მომზადების წესი: 

  • 1 ჭიქა თბილი ან ცხელი წყალი (ცივმა წყალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ღვიძლს).
  • 1სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის  ძმარი.
  • მწიკვი სოდა.

როგორ დავლიოთ? 

შეგიძლიათ დღეში 1-ჭიქა დალიოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის უზმოზე  დალიოთ, ჭამამდე ერთი საათით ადრე მაინც. თუ გეგმავთ პრეპარატის რეგულარულად მიღებას (ანუ პროფილაქტიკისთვის და არა ორგანიზმის გასაწმენდად), შემოიფარგლეთ დღეში ერთი ჭიქით უზმოზე.

frenis kompensacia
frenis kompensacia