თუ გსურთ გქონდეთ ქათქათა კბილები, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევები

1900
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თუ გსურთ გქონდეთ ქათქათა კბილები, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევები

კბილების ფერის ცვლილებას - დისკოლორიტს, ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევს. დროთა განმავლობაში, საღებავები კბილის ზედაპირზე ილექება.

არსებობს ფერის შემცვლელი რამოდენიმე გარეგანი ფაქტორი, მაგალითად: ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა - ჩაი, ყავა, ნიკოტინი.

იმ შემთხვევაში, თუ ემალის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება, ხშირად, პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი.

ფერის შინაგანი ცვლილების მიზეზებს მიეკუთვნება: ემალის თანდაყოლილი და შეძენილი დაზიანებები (ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ტეტრაციკლინის კბილები, არხის დაბჟენის შემდგომი ფერის ცვლილება და ა.შ.

ბევრი განიცდის დისკომფორტს იმის გამო, რომ ქათქათა კბილები არ აქვს. ამჟამად
კბილების გათეთრების უამრავი გზა არსებობს. მართალია, მათი უმეტესობა დიდ დრო თანხას მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ყველასთვის ხელმისაწვდომია და სახლის პირობებშიც შეიძლება გამოვიყენოთ.

ვიდრე მათ შესახებ მოგახსენებდეთ, დაიხსომეთ რამდენიმე რჩევა:
კბილები ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გაიხეხოთ. დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი. ერიდეთ შავ ჩაისა და ყავას.

ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ვაშლი, სტაფილო და კიტრი.

ახლა კი გთავაზობთ დაპირებული მათეთრებელი საშუალებების რეცეპტებს:

– კბილებზე კარგად წავისვათ სუფრის მარილი და გამოვიხეხოთ.
იმავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რომელიც კბილებს მინერალური ნივთიერებებით გაამდიდრებს.

კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური საშუალებაა კბილების გამოხეხვა ასეთი ნარევით: აიღეთბ1/2 ჩაის კოვზი ძმარი, ამდენივე სოდა და მწიკვი მარილი.

წაისვით ეს ნარევი კბილებზე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გამოივლეთ. ნარევი აშორებს კბილებიდან მუქ ლაქებს და ბაქტერიულნადებს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia