ნივრის წვენი : იცით, როგორ მზადდება და რისთვის არის სასარგებლო?! 

814

ნივრის წვენი : იცით, როგორ მზადდება და რისთვის არის სასარგებლო?! 

ნივრის წვენს სექტემბერში წურავენ ნედლი თავებიდან. ნივრის წვენი ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას, აფართოებს კორონარულ და პერიფერიულ
არტერიებს, ანელებს გულის შეკუმშვას, აქვს ანტისკლეროტიული ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

ნივრის წვენი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ანელებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას.

რეკომენდებულია მწვავე რესპირატორული დაავადების, საერთო სისუსტის, ჰიპერტონიული დაავადების, უძილობის, რევმატიზმის, ანგინის, ნიკრისის ქარის, დიზენტერიის, ენტერიტის, კოლიტის, კუჭნაწლავის ატონიის დროს.

ასტიმულირებს მადას, კუჭის წვენის გამოყოფას, ასუფთავებს ბრონქებს დაგროვილი ლორწოსგან, გამოყავს ჭარბი ქოლესტერინი, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის დროს.

მიიღეთ თაფლთან ერთად (1:1) 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში. უნიშნავენ კოლიტის (დაბალი პერისტალტიკით), თრომბოფლებიტის (წყლით, ან რძით გაზავებული ნივრის ფაფისებური მასა — 1 კბილი ნიორი 1 ს.კ.–ზე 3–ჯერ დღეში) დროს.

ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციური დაავადებებისადმი (გრიპის დროს: 2-4 წვრილად დაჭრილი ნივრის კბილი ძილის წინ 2 დღის განმავლობაში, 2 დღე შესვენება).

აღაგზნებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გულის მუშაობას, აფართოებს სისხლძარღვებს.

აქვს შარდმდენი, მსუბუქი ოფლმდენი, სურავანდის საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და გამაყუჩებელი თვისებები.

ნივრის წვენს უნიშნავენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.

რეკომენდებულია თირკმელ-კენჭოვანი
დაავადების (წვენი, ან 1–2 კბილი) დროს. მიიღეთ 1 ს.კ. იმავე რაოდენობა თაფლთან ერთად 3–ჯერ დღეში.

გარეგანად ნივრის წვენს შაკიკის დროს უნიშნავენ, ასევე, კოჟრების მოსაცილებლად.

თმის ძირებში წვენის შეზელვა შველის ქერტლის და სიმელოტის დროს. ცხიმანი კანის დროს თავზე დღეში ერთხელ 15 წუთით დაიდეთ ნივრის წვენში დასველებული დოლბანდი.

ნივრის მიღება აკრძალულია თირკმელების, ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ეპილეფსიის დროს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები