ყოველ გაზაფხულს ჭიანჭველები გადაუჭრელი პრობლემა ხდება ხოლმე. თავიდან ერთ-ორს ხედავთ, მერე კი მათი რაოდენობა სასწაულად იზრდება.
ჩვენ შემოგთავაზებთ ნატურალურ საშუალებას, რომელიც წარმატებით ებრძვის მათ.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ცხელი წყალი
½ ჭიქა შაქარი
2 ს/კ ბორაქსი
ბორაქსი, წყალი და შაქარი შეურიეთ ერთმანეთს, მიღებულ ნარევში დაასველეთ ჰიგიენური ბამბის ბურთები და დადეთ იმ ადგილას, სადაც ჭიანჭველები გხვდებათ. მეორე დილით თქვენ მათ მკვდრებს იპოვით.