თუ თქვენ გსურთ სისხლძარღვების გაწმენდა, გაგიზიარებთ საოცრად სასარგებლო რეცეპტებს

3741
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თუ თქვენ გსურთ სისხლძარღვების გაწმენდა, გაგიზიარებთ საოცრად სასარგებლო რეცეპტებს

ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანთა სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი გულსისხლძარღვთა დაავადებებია. იღუპებიან ძირითადად მამაკაცები, თანაც იმ ასაკში, როცა სიცოცხლე ჯერ კიდევ ტკბილი და სანატრელია.

ძნელია, მთელი ცხოვრება ჯანსაღი წესის მიხედვით განლიო და თავი არიდო სტრესულ სიტუაციებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომ გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის და მომეწოდებინა იმ საშუალების რეცეპტი, რომლის ჩატარებაც სისხლძარღვების პროფილაქტიკისთვისbაუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც:

აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და სადილის კოვზი კატაბალახას დაფხვნილი, დაქუცმაცებული თესლი.

დაასხით ამ ყველაფერს 2 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით დაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და მკურნალობის კურსი
გაიმეორეთ.

გახეხეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 200 გრამი ნიორი, 100 გრამი ხახვი, 3 ცალი ლიმონი (ქერქიანად) და დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით.

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე, დააყოლეთ წყალი. ეს ნარევი სასარგებლოა არა მარტო ასაკოვანთათვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც.

 

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia