12 სიანტერესო ხრიკი, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ-საინტერესოა!

1652
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

1910 წელს თამბაქოს მწარმოებელმა კომპანია ,, Gallaher“ -მა გადაწყვიტა კლიენტების მოზიდვა ორიგინალური მარკეტინგული ხრიკით, ისინი თამბაქოს შეკვრაში დებდნენ ბარათებს, სადაც საინტერესო და პრაქტიკული რჩევები ეწერა. ყურადღებით გაეცანით ამ სასარგებლო ინფორმაციას და გაიმარტივეთ ცხოვრება ძველი რჩევებით!


1. როგორ ამოვიღოთ ხიჭვი ხელის გულიდან

თუ პინცეტი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოთლი ან ბანკა, ჩაასხით მასში ცხელი წყალი და მიიდეთ ხელის გულზე, აჰერის ვაკუუმის წყალობით ხიჭვი თავად ამოვა.

2. როგორ უნდა განასხვაოთ მარგარინი და კარაქი

იმისათვის, რომ გაიგოთ არის თუ არა კარაქი ნამდვილი, საკმარისია წაუსვათ ის ქაღალდს და მოუკიდოთ ცეცხლი. წვის დროს ნატურალური კარაქი სასიამოვნო სუნს გამოყოფს, მარგარინი კი უსიამოვნოს.

3. როგორ გამოვრეცხოთ ბოთლი


თუ არ გაქვთ სპეციალური ბოთლის სახეხი ჯაგრისი, გამოსარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიშა. ჩაასხით ცოტაოდენი წყალი და ჩაყარეთ ქვიშა, შეანჯღრიეთ და გამოავლეთ.

4. როგორ დავუბრუნოთ ყვავილებს სიახლე


თუ თაიგული იწყებს ჭკნობას, მაშინ მოათავსეთ ისინი ცხელ წყალში, როდესაც წყალი გაგრილებას დაიწყებს ყვავილები პირდაპირ ცივ წყალში გადაალაგეთ.

5. როგორ მოვაშოროთ ქსოვილს მელნის ლაქები

რძის დახმარებით ამ პრობლემას უმარტივესად მოაგვარებთ. დალაქავებული ადგილი ჩადეთ რძიან ჭურჭელში.

6. როგორ გავიგოთ სინესტის დონე საწოლში

თუ სასტუმროში ძილი ხშირად გიწევთ, მაშინ ეს პრობლემა ნაცნობი იქნება თქვენთვის. ნესტიან თეთრეულში ძილი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. აიღეთ სარკე და გააჩერეთ ზეწრის ქვეშ რამდენიმე წუთით, თუ ის დაიორთქლება, მაშინ შეგიძლიათ სხვა თეთრეული მოითხოვოთ.

7. როგორ მოვხარშოთ გაბზარული კვერცხი

თუ კვერცხი შემთხვევით გაგებზარათ , მათი მოხარშვა მაინც შეგიძლიათ, უბრალოდ დუამატეთ მოსახარშ წყალში ცოტაოდენი ძმარი.

8. როგორ ავანთოთ ასანთი ქარში

გაიმეორეთ სურათზე ნაჩვენები მოქმედება

9. როგორ დავჭრათ პური თხელ ნაჭრებად

ახალი პურის თხელ ნაჭრებად დაჭრა მარტივი არ არის, ამაში თქვენ გაცხელებული დანა დაგეხმარებათ. ჩადეთ ის ადუღებულ წყალში და სწრაფად დაჭერით პური .

10. როგორ გავუწიოთ დახმარება ადამიანს სიხლჩაქცევების დროს


დაზიანებულ ადგილზე საჭიროა ცივი კომპრესის დადება, იმისათვის, რომ საფენი სულ სველი იყოს, უნდ ააიღოთ ბინტი და ერთი ბოლო მოათავსოთ წყლიან ჭურჭელში, მეორე კი სახვევზე მიამაგროთ.

11. როგორ გავაცლკევოთ მიწებებული ჭიქები

თუ სველი ჭიქები ერთამეთს მიეწება, უბრალოდ გაავსეთ ზედა ჭიქა ცივი წყლით, ქვედა კი ჩაყავით ცხელ წყალში.

12. როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ხრაშუნა კარტოფილი

კარტოფილის ხარშვის დროს მარილთან ერთად უნდა ჩაამატოთ მწიკვი შაქარიც. როდესაც მოიხარშება გადაასხით ნახარში და ქვაბით კარტოფილი კვლავ დადგით ცეხლზე 2 წუთის განმავლობაში და რამდნეჯერმე შეანჯღრიეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia