ამ ბუნებრივი საშუალებებით შეძლებთ თეთრი წინწკლების მოშორებას! გაიგეთ მეტი…

2900

მილია (რძის ლაქები) მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. ეს არის წვრილი თეთრი ლაქები, რომელიც ძირითადად ცხვირის, ლოყების და უპეების არეში ჩნდება. ეს პატარა ეპიდერმული წამრონაქმნებია, რომლებიც ამოვსებულია კერატინით. ამ ლაქების წარმოქმნა ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი, თუმცა ძირითდაად ახალშობილებზე შეინიშნება. მას ,,ახალადაბადებულების აკნესაც“ უწოდებენ.

 

 

მოზრდილებში ეს პრობლემა ძირითადად კანის გარკვეული დაზიანებებით არის გამოწვეული. ის შეიძლება იყოს დამწვრობის, სტეროიდიანი კრემების ან ხშირად განმეორებადი სახის პროცედურების გვერდითი ეფექტი.

მათი მოშორება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ჩვილებისგან განსხვავებით მოზრდილებში ამ პროცესს შედარებით მეტი დრო ჭირდება..

ჩვენ გთავაზობთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც გაგიქრობთ რძის ლაქებს და დაგიბრუნებთ კანის სიჯანსაღეს.


რეცეპტი #1- შაქრისა და ლიმონის სკრაბი

ლიმონს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტიოქსიდანტური თვისებები. ის საუკეთესო პროდუქტია კანის პრობლემების მოსაგვარებლად.

სკრაბის მოსამზადებლად საჭიროა აურიოთ 2 ს/კ შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი.
კარგად შეიზილეთ მიქსტურა და დაიტოვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ.

რეცეპტი #2- თაფლი

თაფლი დამატენიანებელი საშუალებაა, ის იწოვს ტენს ჰაერისგან და კანზე მისი წასმის შემდეგ უზრუნველყოფს უჯრედების დატენიანებას და მათ დაცვას გამოშრობისგან.

შეგიძლიათ პირდაპირ თაფლი შეიზილოთ სახეზე, ან დაამზადოთ სკრაბი შაქრის გამოყენებით (ალტერნატიულ ინგრედიენტად შეგიძლიათ ჟოჟობას ზეთიც გამოიყენოთ)

მოერიდეთ მზის სხივებზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას, აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ და გამოიყენეთ ჩაის ხის ეთერზეთი კანისთვის. იზრუნეთ საკუთარ თავზე ბუნებრივი საშუალებებით და კანი იქნება ბევრად უფრო ჯანსაღი!

Facebook კომენტარები