თაფლისა და ლიმონის უპირატესობები ყველას კარგად მოგვეხსენება. ქრისტალ დევისმა გადაწყვიტა ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია საკუთარ თავზე გამოეცადა და მისი უპირატესობები აღეწერა.
ქრისტალს აინტერესებდა, ეს მიქსტურა მის ჯანმრთელობაზე თუ აისახებოდა. მან ის თავის საყვარელ ადამიანსაც ურჩია.
თაფლი და ლიმონი ნატურალური მკურნალები არიან. მათი ეფექტურობის უკან მეცნიერება იმალება.
თაფლი – ნატურალური მკურნალია გაციების წინააღმდეგ. ის ანტიბაქტერიულია. ასევე ის აძლიერებს იმუნურ სისტემას .
ლიმონის წვენი – მდიდარია ვიტამინი C-თი, რომელიც ასევე აძლიერებს და იცავს იმუნურ სისტემას.
ექსპერიმენტი:
ქრისტალ დევისი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრიპსა და გაციებას წამლების საშუალებით ებრძოდა. ერთხელაც მან გადაწყვიტა უზმოზე თაფლიანი ლიმონის წყალი მიეღო. ამას ის ერთი წლის განმავლობაში სვამდა. აი მისმა ორგანიზმმა ამის შემდეგ ეს ცვლილებები განიცადა:
• მთელი დღის განმავლობაში ის ენერგიულად იყო. ეს ენერგია აღემატებოდა ყავის მიერ გამოწვეულ ენერგიას.
• მას აღარ ჰქონდა შარდის გამოყოფასთან პრობლემა.
• მან ასევე შეამჩნია, რომ მისი კანი გახდა გლუვი.
• დაიკლო წონაში.
აი ასე უნდა მოამზადოთ თაფლიანი ლიმონის წყალი
• შუაზე გაყავით ერთი ლიმონი
• გამოწურეთ წვენი მისგან.
• დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი
• დაამატეთ თბილი წყალი.
დალიეთ ყოველდღე უზმოზე. შედეგს მალევე დაინახავთ.