ხშირად გაწუხებთ ტკივილი სახსრებში? გაქვთ სიმძიმის შეგრძნება ფეხებში? თავს ძველი ტრავმები გახსენებენ? ამიერიდან თქვენ ძვირიანი კრემებისა და გელების ყიდვა აღარ მოგიწევთ.
შემოგთავაზებთ სასწაული კრემის რეცეპტს. ის დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოქონდროზის, ართროზის დროს. ეს ყველაფერი კი სახსრებთან არის დაკავშირებული.
ინგრედიენტები
• 300 მლ სპირტი
• 1 ბოთლი კაფურის სპირტი ( 10 მლ)
• 1 ფლაკონი იოდი ( 10 მლ)
• 10 ტაბლეტი ანალგინის.
კარგად აურიეთ ეს ნივთიერებები და ბნელ ადგილას 21 დღით დადგით. ამის შემდეგ კრემი მზად იქნება გამოსაყენებლად.
არის კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ სახსრებში ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად.
ინგრედიენტები:
• 50 გრამი კაფური
• 50 გრამი მდოგვის ფხვნილი
• 50 მლ სპირტი
• 3 კვერცხის ცილა
გახსენით სპირტი კაფურში. დაამატეთ მდოგვის ფხვნილი, ცალკე ჯამი მოამზადეთ კვერცხის ცილისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა გაცივდეს. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. მიღებული კრემი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. დაწოლამდე მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ. ზემოდან დაიფარეთ შალის ნაჭერი და დაიტოვეთ ასე მთელი ღამით.
ერთი პროცედურის მერე ტკივილი შეგიმსუბუქდებათ. სრული გამოჯანსაღებისთვის უნდა ჩაიტაროთ 8-10 ასეთი პროცედურა.