გათავისუფლდით კოჟრისა და მაზოლისგან სწრაფად და უმტკივნეულოდ!

5674
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

კოჟრსა და მეჭეჭს ხშირად ერთმანეთში ურევენ. ეს კანის სრულიად სხვადასხვა პრობლემაა. კოჟრი ხშირად ჩნდება, როცა ცუდი ფეხსაცმელი გვაცვია, ხოლო მეჭეჭი ადამიანის პაპილომა ვირუსთან არის დაკავშირებული.

აი ასე უნდა მოიშოროთ ფეხებიდან კოჟრი!

კოჟრი იგივე „მაზოლი“ მიგვანიშნებს გაუხეშებულ კანზე. ის ხშირად გვევლინება ფეხის თითებსა თუ გულებზე. ზოგჯერ ის მტკივნეულია, ზოგჯერ – არა. ყოველი შემთხვევისთვის, ის უნდა მოიშოროთ.

საუკეთესო საშუალება მათ მოსაშორებლად არის ცხელი წყალი. ჩაყავით ფეხები ცხელ წყალში, შემდეგ კი პემზით გაიხეხეთ. ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ. ასევე არის კიდევ ერთი საშუალება: დაძინებამდე წითელი ხახვი დაიდეთ ფეხის გულებზე

ნიღაბი ხახვისა და ძმრის

დაგჭირდებათ:

1) 2 ხახვის რგოლი

2) ცოტაოდენი ღვინოს ძმარი

როგორ მოვამზადოთ?

ხახვი ჩაასველეთ ძმარში და დაიდეთ კოჟრზე. შალის ნაჭრით შეიხვიეთ და ჩაიცვით წინდები. გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით კი პემზით გაიხეხეთ.

ჭინჭარი

დაგჭირდებათ:

1) ერთი მუჭა ღერო და ფოთლები ჭინჭრის

2) ცოტაოდენი წყალი

ჭინჭარი დანაყეთ, რათა წვენი გაუვიდეს, შეურიეთ წყალს და დააბლენდერეთ, მანამდე სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაიტანეთ მიღებული მასა კოჟრზე დღეში რამდენჯერმე. ის უნდა გაშრეს ჰაერზე.

გვირილა

გვირილა მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

დაგჭირდებათ:

1) 4 ს/კ გვირილას ფოთლის

2) 1 ლიტრი წყალი

ჩადეთ გვირილა წყალში და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. ჩაასხით უფრო დიდ ქვაბში და დაუმატეთ უფრო მეტი წყალი. ჩაყავით ფეხები, როცა კანი დარბილდება პემზით გაიხეხეთ.

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭი ფეხის ქუსლებიდან!

რადგანაც მეჭეჭი პაპილომა ვირუსის შედეგია, მათ განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდებათ. ისინი სხეულის ნებისმიერ ადგილში შეიძლება გაჩნდეს. ქუსლებზე კი მტკივნეულიცაა და ადამიანებს სიარულში უშლის ხელს. თქვენ დაგეხმარებათ:

ნიორი

ის ანტივირუსული და ანტიმიკრობული საშუალებაა. ნივრის კბილი დანაყეთ და დაიდეთ მეჭეჭზე. კანი დაიფარეთ ნაჭრით და მთელი დღით დატოვეთ. დაძინების წინ მოიხსენით და ნივრის სხვა კბილი დაიდეთ.

ვაშლი ძმარი

ეს საშუალება არაჩვეულებრივად უმკლავდება მეჭეჭებსა და კოჟრებზე. უმჯობესია, ის მაზოლზე წაისვათ დაძინებამდე. ჩაასველეთ ბამბის ტამპონი მასში და დაიდეთ მეჭეჭზე, შეიხვიეთ, ჩაიცვით წინდები და დაწექით დასაძინებლად. ყოველდღე გაიმეორეთ. 2 კვირის შემდეგ შედეგს შეამჩნევთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia