ვაშლის ძმარი საოცარი ნივთიერებაა. ის ძალიან იაფია, მაგრამ მისი საშუალებით უამრავი რაღაცის გაკეთება თუ გამოსწორება შეიძლება. ეს ჩვეულებრივ ნივთებს და ჯანმრთელობას ეხება.
1) კუჭის აშლილობის წამალი
კუჭის აშლის დროს 1 ან 2 ს/კ ვაშლის ძმარი წყალში აურიეთ და მოწრუპეთ. თუ სპაზმები ან ბაქტერიული ინფექცია გაქვთ, ვაშლის ძმარი თქვენ გვერდითაა.
2) დისპესიის პრევენცია
ვაშლის ძმრის გამოყენება მუცლის ტკივილის დროსაც შეიძლება. თუ ისეთი საჭმლის ჭამას აპირებთ, რომელსაც მერე ინანებთ, 30 წუთით ადრე ეს მიქსტურა დალიეთ: 1 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა წყალი.
3) ყელის ტკივილის დროს
როცა ყელის ტკივილი გაწუხებთ, აურიეთ ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი ¼ თბილ წყალს და გამოივლეთ ერთი საათის განმავლობაში.
4) ამცირებს ქოლესტერინს
იაპონური კვლევის თანახმად ყოველდღიურად 15 გრამი ვაშლის ძმარი შეამცირებს ქოლესტერინის დონეს.
5) გაჭედილი ცხვირის გასუფთავება
ვაშლის ძმარი შეიცავს კალიუმსა და მჟავას, რომლებიც ბაქტერიების ზრდას ხელს უშლიან და ლორწოს ათავისუფლებენ. როცა ცხვირში გაჭედილი იქნებით, შეურიეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალს და დალიეთ.
6) წონის კლება
ძმარმჟავა ზრდის მეტაბოლიზმს, ხოლო მადასა და წყლის შეკავებას ამცირებს. ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ ვაშლის ძმარი წონის კლების დროს ეფექტურია.
7) აკნესგან გათავისუფლებთ
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივია აკნეს დროს. ის ანტიბაქტერიული საშუალებაა. ის ასუფთავებს სახეს და ამცირებს წითელ ლაქებს.