ეს არაჩვეულებრივი ნიღაბი თქვენს პრობლემურ სახის კანს გახდის ლამაზს, ბრწყინვალესა და ჯანმრთელს.
სანამ ამ ნიღაბს გაიკეთებთ, თქვენი თავი შეამოწმეთ ალერგია ხომ არ გაქვთ, რომელიმე ინგრედიენტზე.
რეცეპტი:
ინგრედიენტები:
• 1-2 ტაბლეტი ასპირინის
• ცოტაოდენი წყალი
• 1 ჩ/კ თაფლი
მომზადება:
გატეხეთ და დაფხშვენით ასპირინი. მიღებული ფხვნილი შუშის ჯამში მოათავსეთ. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი და მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად.
როგორ გამოვიყენოთ:
დაიტანეთ ნიღაბი სახეზე და 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ სახე წყლით. თავიდან ეს ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ იხმარეთ. შემდეგ კი ერთხელაც საკმარისი იქნება.
10 დღის შემდეგ თქვენი ფანტასტიკურ შედეგს შეამჩნევთ. სახის კანი გამოკეთდება, სიწითლე და ფორები გაიწმინდება.