ამ რეცეპტით ხაჭოს ტორტს ყველაზე სწრაფად და გემრიელად მოამზადებთ

1246
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თუკი თქვენი ოჯახის წევრებისთვის გემრიელი დესერტის მომზადება მშრალ ტაფაზე გსურთ, მაშინ ეს ხაჭოს ტორტის რეცეპტი ზუსტად თქვენთვისაა. მისი გამოყენებით თქვენ იდეალურად შეუხამებთ ერთმანეთს ვანილისა და კრემის არომატს:

 

ინგრედიენტები ცომის მოსამზადებლად:

• 1 კვერცხი

• 320 გრამი ფქვილი

• 220 გრამი ხაჭო

• 180 გრამი შაქრის პუდრა

• 10 გრამი მარილი

• ცოტა ძმარი

ინგრედიენტები კრემის მოსამზადებლად

• 200 გრამი შქარი

• 20 გრამი ფქვილი

• 1 კვერცხი

• 5 გრამი ვანილი

მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

• 50 გრამი თხილი

• 60 გრამი შოკოლადი

მომზადება

1. კრემის მოსამზადებლათ ერთმანეთში აურიეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი და ვანილი. თანდათანობით დაუმატეთ მასას რძე და 5 წუთის განმავლობაში მიღებული კრემი შემოდგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. ამის შემდეგ გადმოდგით გასაციებლად.

ცომის მოსამზადებლად ხაჭოს დაუმატეთ ძმარში არეული სოდა.

2. შემდეგ ფქვილს უნდა დაუმატოთ კვერცხი და შაქრის პუდრა.

3. მოზელილი ცომი რამდენიმე ნაწილად უნდა გაყოთ.

4. თითოეული ნაწილისგან მოზილეთ ოდნავ დიდი ცომის ბურთულა ისე როგორც ზემოთ მოცემულ სურათზე ჩანს და დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას.

5. მოათავსეთ მომზადებული ცომის ნაჭრები მშრალ ტაფაზე.

6. შემწვარ ცომს თავზე კრემი უნდა გადაუსვათ, შემდეგ კი შეგიძლიათ გააფორმოთ თხილით ან შოკოლადით.

frenis kompensacia
frenis kompensacia