როგორ უნდა გავხდეთ წყლის დიეტის მეშვეობით? ამ დროს შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჭამოთ!

15246
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ბევრი დიეტოლოგი თანხმდება იმაზე, რომ წყლის სწორი გამოყენებით გახდომა შესაძლებელია. შეუძლებელი გეჩვენებათ? მაშინ, შევამოწმოთ!

ამ დროს კვება ჩვეულებრივად შეგიძლიათ. ასევე არ არის საჭირო რომელიმე პროდუქტი რაციონიდან ამოიღოთ.

წყლის დიეტის პრინციპები:

1. სანამ საკვებს მიიღებთ, დალიეთ წყალი. თუ ცოტა რამის ჭამა გიწევთ, ერთი ჭიქა წყალი დალიეთ, სხვა შემთხვევაში – 2-3 ჭიქა.

2. საჭმლის შემდეგ 2 საათის გასვლიდან დალიეთ იგივე რაოდენობის წყალი.

3. წყლის დიეტის დროს ნებისმიერი საჭმლის დაგემოვნება შეგიძლიათ.

4. წყალი სუფთა უნდა იყოს, გაზის გარეშე. შეგიძლიათ ლიმონის ნაჭერი ან მისი წვენის რამდენიმე წვეთი დაამატოთ.

5. არ დალიოთ ზედმეტი წყალი! 5-6 ჭიქა წყალი საშარდე ფუნქციას დაარღვევს.

6. ჭამის დროს წყლის დალევა არაა რეკომენდებული.

რატომ მუშაობს წყლის დიეტა?

• შიმშილის გრძნობა ნაკლებად გაწუხებთ.

• წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, სხეულიდან ტოქსინები გამოაწვს.

• თუ სუფთა წყლის დალევის ჩვევა გაგიჩნდათ, აღარ მოგინდებათ მაღალკალორიული სასმლის დალევა.

წყლის დიეტის უკუჩვენებები:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადება
• საშარდე სისტემის დაავადება
• არტერიული წნევის დაცემა.

წყლის დიეტა ზარმაცებისთვის გახდომის ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ ამ ყველაფერს ფიზიკურ აქტივობასაც დაუმატეთ, უფრო მალე გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.

frenis kompensacia
frenis kompensacia