ფიჭვის ქერქის სასარგებლო თვისებები-სასწაულების მოხდენა შეუძლია

1572

1534 წელს ზამთარში, ფრანგი მოგზაური ჟაკ კარტერი კანადაში წმინდა ლავრენტის მდინარის გამოსაკვლევად გაემგზავრა. ხომალდმა მარცხი განიცადა. ეკიპაჟის 25 წევრი დაიღუპა, თავად კარტერი ადგილობრივმა აბორიგენმა გადაარჩინა, რომელმაც თეთრი ფიჭვის ქერქისაგან სამკურნალო ჩაის დაყენება ასწავლა.

400 წლის შემდეგ დაიწყეს ამ მცენარის შესწავლა და დაადგინეს, რომ მისი ქერქის ექსტრაქტს აქვს უნარი გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალების მოქმედება ანუ ანტიოქსიდანტია, რომელსაც უწოდებენ პიკნოგენოლს.

პიკნოგენოლის დადებითი თვისებები:

კანის ელასტიურობას ხელს უწყობს;
პროსტატის ანთებას ეფექტურად ებრძვის;
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
ვარიკოზულ ვენებზე დადებითად მოქმედებს;
ეფექტურია სტრესის დროს;
ამცირებს ალერგიულ რეაქციებს;
გულისკენ სისხლის მიწოდების პროცესს აუმჯობესებს.

როგორც აღვნიშნეთ პიკნოგენოლი ანტიოქსიდანტია.

რას ნიშნავს ანტიოქსიდანტი?

ანტიოქსიდანტი მოლეკულაა, რომელიც აფერხებს სხვა მოლეკულების ოქსიდაციას. ოქსიდაციის დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით მრავალი დაავადების გამომწვევია. თუ ორგანიზმი საკმარის ანტიოქსიდანტებს იღებს, მაშინ თავისუფალ რადიკალებთან გამკლავება ორგანიზმს თავადვე შეუძლია.

ამ ეფექტური საშუალების შეძენა აფთიაქშია შესაძლებელი.

ხშირ შემთხვევაში მას იყენებენ კანის მოსავლელი კრემების დასამზადებლად.

Facebook კომენტარები