სარეცხის საპნის გამოყენების წესები არცერთ დიასახლისს არ ეშლება, თუმცა ამ საპონს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს.
1. თუ გინდათ, გრძელი და ხშირი თმა გქონდეთ, თანაც, ქერტლისგან გათავისუფლდეთ, შამპუნით დაბანის შემდეგ სარეცხის საპონი წაისვით. ჩამოიბანეთ და შემდეგ ძმარგარეული წყალი გადაივლეთ (1 ლიტრი წყალი+50მლ ძმარი).
2. დეპილაციის შემდეგ მგრძნობიარე კანი რომ არ გაღიზიანდეს, ეს ადგილები სარეცხის საპნით დაიბანეთ.
3. კანის გასაახალგაზრდავებლად კვირაში 2-ჯერ სახე სარეცხის საპნით დაიბანეთ, შემდეგ აუცილებლად ჩვეულებრივი ბავშვის კრემი გადაისვით.
მსგავსი სიახლეები
4. კარგია გაციებისთვის. პირველივე სიმპტომის გაჩენისას მოამზადეთ საპნიანი წყალი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ამით დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები.
5. კარგი საშუალებაა ტერფის სოკოს სამკურნალოდ. დაავადებული ადგილები სარეცხის საპნით და ჯაგრისით დაიბანეთ, შემდეგ კი კანი იოდით დაიმუშავეთ.