მივიწყებული საშუალება, რომელიც სამზარეულოს ჭურჭელს ცხიმსა და ჭუჭყს მარტივად აშორებს

3566
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დღესდღეობით, დასუფთავებისა და დალაგების უამრავი საშუალება არსებობს. ჩვენ უბრალოდ, მივდივართ მაღაზიებში და ვირჩევთ სასურველ ქიმიურ პროდუქტს. აი, ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ ძალიან იაფფასიან, მაგრამ ეფექტურ საშუალებებს, რომელთა შესაძენად მაღაზიებში სირბილი სულაც არ იყო საჭირო. აბა, ვის არ უნდა ჰქონდეს სახლში ჩვეულებრივი საჭმელი სოდა და წყალბადის ზეჟანგი?! გთავაზობთ ცხიმიანი ჭურჭლის სახეხ ძალიან მარტივად მოსამზადებელ საშუალებას, რომლის ეფექტიც გაგაოცებთ.

შუშის თასში ჩაყარეთ ჭიქის მეოთხედი სოდა და იმდენი ზეჟანგი დაასხით, რომ სქელი ფაფისებრი მასა მიიღოთ. ცხიმიანი ჭურჭლის ზედაპირი ამ მიქსტურით უნდა გახეხოთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ასე დატოვეთ და შემდეგ, მოამშრალეთ ნაჭრით და წყლით გარეცხეთ.

სცადეთ ქვაბებისა და ტაფების ამ ნარევით გაწმენდა და თქვენ ნახავთ, თუ როგორი იოლი ყოფილა, ნატურალური ინგრედიენტებით საქმის შემსუბუქება.

წარმატებებს გისურვებთ!

frenis kompensacia
frenis kompensacia