ოქროს რეცეპტი-ამ სასმელს “ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებენ”. ის დაავადებებს კურნავს

1318
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ბუნება ყოველთვის საუკეთესოს გვაძლევს. გთავაზობთ ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებულ სასმელს, რომელიც იდეალურია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. მას, ასევე, უწოდებენ, „ახალგაზრდობის ელექსირსაც“.

სასმელი გამოიყენება სისხლ-ძარღვების სისტემის, ფილტვებისა და ღვიძლის გასაწმენდად წიდებისა და ტოქსინებისგან. გარდა ამისა, ნარევის რეგულარულად მიღება ორგანიზმს იცავს ინფექციური დაავადებებისგან.

ინგრედიენტები:

– ახალგაზრდა ფიჭვის ერთი მუჭა ყლორტები

– 2 ლ. წყალი

– 2 ს/კ ხახვის კანი

– 1 ჩ/კ ძირტკბილას ფესვი

– 2 ს/კ ასკილი

მომზადების წესი

1. ემალის ქვაბში ჩაყარეთ 30-50 გრამი 2-3 სანტიმეტრის სიგრძის წიწვის ყლორტები. დაასხით წყალი, დაუმატეთ ხახვის კანი და ძირტკბილას ფესვი. შეგიძლიათ, ინგრედიენტები დაფქვათ. ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში.

2. დაუმატეთ დაფხვნილი ასკილი და ადუღეთ დამატებით, 30 წამის განმავლობაში. ქვაბი ნაჭერში გაახვიეთ ან სასმელი თერმოსში გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში.

3. გაწურეთ, აადუღეთ და შემდეგ, გააციეთ.

სასმელი იმდენი რაოდენობით მიიღეთ, რამდენიც გსურთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა.

ამ ნატურალური წამლის წყალობით დაივიწყებთ ნევროზს, რესპირატორულ ანთებით დაავადებებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. ასევე, კანის დაავადებებს, განსაკუთრებით, ფსორიაზს.

frenis kompensacia
frenis kompensacia