აი, რას იწვევს ქიმიური დეოდორანტი? ის, რის მომზადებაც სახლში შეგიძლიათ

999

სხეულის მიერ გამოყოფილ უსიამოვნო სუნს ადამიანები დეოდორანტებით ებრძვიან. ეს მართლაც ჭრის ამ უსიამოვნო პრობლემას, მაგრამ როცა დეოდორანტს იყენებთ ის კლავს, როგორც უარყოფით ისე დადებით ბაქტერიებს.

მედიცინის დოქტორის, კრის მაკრატის აზრით თუ ალუმინი ურევია დეოდორანტს მაშინ მას შეუძლია, რომ მკერდის კიბო გამოიწვიოს. გარდა ამისა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი დაავადებები: ალცჰეიმერი, ალერგია, ჰორომონალური დარღვევა.

რატომ უნდა იყოთ დაავადების გაჩენის რისკის ქვეშ როდესაც შეგიძლიათ უსიამოვნო სუნს ბუნებრივი საშუალებით ებრძოლოთ?

ბევრი ბუნებრივი პროდუქტი მაგალითად, ქოქოსის ზეთი, სოდა, სხვადასხვა ეთერზეთები სულაც არაა საზიანო. ისინი შეიცავენ: ლავანდას, როზმარინს, პიტნას და სუნს ეფექტურად აქრობენ, სამაგიეროდ ქიმიური საშუალებისგან განსხვავებით ორგანიზმს არ აზიანებენ.

დეოდორანტის რეცეპტი:

1/4 ფინჯანი ქოქოსის ზეთი;
1/4 ფინჯანი სოდა
1/4 ფინჯანი სიმინდის ფქვილი
რომელიმე ეთერზეთი

მომზადების წესი:

აურiეთ ერთმანეთში სოდა და სიმინდის ფქვილი, დაამატეთ ქოქოსის ზეთი და იმდენ ხანს ურიეთ სანამ ერთიანი მასა არ გახდება. სურნელისთვის დაამატეთ რომელიმე ეთერზეთი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში.

არსებობს პრობიოტიკი დეოდორანტის რეცეპტიც. პრობიოტიკი ე.წ. მეგობარი ბაქტერიებია, რომლებსაც სხვადასხვა პროდუქტები შეიცავენ, ისინი ჯანმრთელობაზე დადებითად ზემოქმედებენ.

ინგრედიენტები:

1/2 ფინჯანი ქოქოსის ზეთი;
1/2 მანგოს კარაქი;
1 ს/კ ცვილი;
1 ს/კ ვიტამინი E;
3 ს/კ სოდა;
2-3 კაფსულა მაღალი ხარისხის პრობიოტიკი
1/2 ფინჯანი მარანტას (მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე )ფხვნილი.

ქოქოსის ზეთი და ცვილი აურიეთ ერთმანეთს და ნელ ცეცხლზე დადგით, დაამატეთ ძალიან ცოტა წყალი და ადუღეთ, ინგრედიენტები უნდა დადნეს და ერთმანეთში კარგად აირიოს. გადმოდგით ცეცხლიდან და დამატეთ ვიტამინი E სოდა, მარანტა და ეთერზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და აცადეთ იქამდე სანამ არ გაცივდება. შემდეგ კი შეგიძლიათ დეოდორანტი გამოსცადოთ.

Facebook კომენტარები