აქტივირებული ნახშირის გამოყენება თავის მოვლისა და სილამაზისთვის

1918
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

აქტივირებულ ნახშირს, როგორც წესი, სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებენ. არსებობს სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშრებული პრობლემები, რომლებსაც აქტივირებული ნახშირი ეფექტურად უმკლავდება. თუმცა, არანაკლებ ეფექტურია მისი გამოყენება თავის მოვლისთვის. მისი საოცარი თვისებები დადებითად აისახება როგორც სახის კანზე, ისე თმაზე და კბილებზე. სტატიაში გაგაცნობთ სხვადასხვა გზებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირი სილამაზისთვის.

სახის კანი

აქტივირებული ნახშირი კარგად შეიწოვს ჭუჭყსა და ცხიმს, ამიტომ ის საუკეთესო საშუალება კანის გაწმენდისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია შავ წერტილებთან საბრძოლველად.  გთავაზობთ სახის გამწმენდ ნიღაბს:

2 აბი აქტივირებული ნახშირი დაფშვენით და შეურიეთ 1/2 ჩ.კ. სოდა. შემდეგ დაასხით 1 ჩ.კ. წყალი კარგად აურიეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ისევ კარგად აურიეთ. ნიღაბი წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თქვენ შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ დაინახავთ. ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.

თმა

აქტივირებული ნახშირი თავის სკალპიდან კარგად შეიწოვს ჭუჭყსა და ცხიმს, რაც ფორებს სუნთქვის საშუალებას აძლევს და თმის ზრდას უწყობს ხელს. გთავაზობთ თმის ნიღაბს:

10 აბი აქტივირებული ნახშირი დაფშვენით და შეურიეთ ქოქოსის კარაქი იმ რაოდენობით, რომ პასტისებური მასა მიიღოთ. ნიღაბი დაიტანეთ მხოლოდ თმის ძირებში და წასმისას კარგად დაიმასაჟეთ სკალპი. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით. სასურველი შედეგისთვის ნიღაბი კვირაში ერთხეკ გამოიყენეთ.

კბილები

თეთრი კბილები და ლამაზი ღიმილი ყველა ქალის ოცნებაა. ამისათვის კი, 1 აბი ნახშირი დაგჭირდებათ. კბილების გახეხვისას კბილის პასტას მოაყარეთ 1 აბი დაფშხვნილი ნახშირი და კარგად გაიხეხეთ. თეთრი და სუფტა კბილები გარანტირებულია!

იღლია

აქტივირებული ნახშირი არაჩვეულებრივი საშუალებაა იღლიების გასათეთრებლად. დაფშხვენით დაახლოებით 10 აბი აქტივირებული ნახშირი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით იღლიებში და გაიჩერეთ 15 წუთით. მასა მოიშორეთ სველი პირსახოცით, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. ეფექტური შედეგისთვის ნიღაბი კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia