ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს.
ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: სიმსუქნე, ქალებში სქესობრივი მომწიფება ან ორსულობა. მამაკაცებში კი დაავადების გაჩენის რისკი ყველა ეტაპზე თითქმის ერთნაირია.
მკურნალობა რათქმაუნდა შესაძლებელია მედიკამენტური, სკლეროთერაპიული და ქირურგიული მეთოდებით, თუმცა ეს მეთოდები საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული და აქვს გვერდითი მოვლენებიც.
ნიორი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი საშუალება ვარიკოზული ვენების და ანთებისთვის. იგი შლის ტოქსიკურ ნარჩენებს ორგანიზმიდან და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. დღეს გაგაცნობთ იმ გზას თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ნიორი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.
დაგჭირდებათ:
რამდენიმე კბილი ნიორი (გახეხილი)
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
½ ჭიქა ფორთოხლის წვენი
მომზადების წესი:
კარგად შეურიეთ ინგრედიენტები და გააჩერეთ მშრალ და გრილ ადგილას 12 საათის მანძილზე, პირველ გამოყენებამდე.
გამოყენების წესი:
შეიზილეთ კანში ნარევი და დაიმასაჟეთ მანამ, სანამ კანი არ შეიწოვს ბოლომდე სითხეს. ამის შემდეგ შეიხვიეთ თბილად და 50 წუთის შემდეგ მოიხსენით სახვევი.
გაიმეორეთ პროცედურა სასურველი შედეგის მიღწევამდე.