დილის 4 სასარგებლო პროცედურა, რომლის შემდეგ თავს სრულიად სხვანაირად იგრძნობთ-გაიგეთ მეტი…

770
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

იმისათის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, საჭიროა მუდმივად ზრუნავდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ჩვენ გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაციას, გაიგეთ, თუ რომელი 4 პროცედურით უნდა დაიწყოთ დილა, იმისათვის რომ დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ კარგი ფორმა.

ამ პროცედურების ეფექტურობა დამოკიდებულია მათ სიხშირეზე, აუცილებელია ეს ყველაფერი ჩვევეად ჩამოგიყალიბდეთ და უბრალოდ დაუთმოთ ყოველ დილით 5 წუთი.

დილის პროცედურები:

1.ენის გასუფთავება

ყველა ვისუფთავებთ კბილებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაქტერიების უმეტესი ნაწილი სწორედ ენაზე გროვდება, შესაბამისად აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის სგაულდაგულოდ დაცვა. უსიამოვნო სუნის და მუცლის შებერილობის მიზეზი, ხშირად სწორედ ენაზე არსებული ბაქტერიებია.

2. 1 ჭიქა ცხელი წყალი

მნიშვნელოვანია ძილის შემდეგ სითხის ბალანსის აღდგენა. გაათბეთ გაფილტრული წყალი და დაისხით ჭიქაში, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და დალიეთ უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს დაეხმარება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას და მოამზადებს მას საკვების მიღებისთვის, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, გარდა ამისა, გაგისუფთავდებათ ღვიძლი და ორგანიზმს გაამდიდრებთ საჭირო ნივთიერებებით.

3. თაფლი ჭამამდე
ჭამამდე 10 წუთით ადრე მიირთვით 1 ჩ/კ თაფლი და მიაყოლეთ წყალი. თაფლი უნდა იყოს ახალი და ნატურალური. ეს პროცედურა აგიმაღლებთ იმუნიტეტს, თაფლის მდიდარი და სასარგებლო შემადგენლობის წყალობით გაგიუმჯობესდებათ ტვინის ფუნქციონირება და გხდებით უფრო შრომისუნარიანი.

4. პირის ღრუს გამორეცხვა წყალბადის ზეჟანგის ხსნარით

საუზმის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის შემდეგი ხსნარი: 50 მგ წყალში აურიეთ 5-7 წვეთი 3%-ანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. ეს კარიესის შესანიშნავი პროფილაქტიკაა, გარდა ამისა გაგიჯანსაღდებათ ღრძლები და გაიგითეთრდებათ კბილებიც.
გაიმეორეთ ეს პროცედურები და თავად შეაფასეთ შედეგის ეფექტურობა! იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

frenis kompensacia
frenis kompensacia