მოიშორეთ სახიდან ლაქები ყველაზე მარტივად! ეფექტური მეთოდი თქვენთვის!

1069
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

მზის სხივების ქვეშ ხანგრლივმა ყოფნამ შესაძლოა უამრავი პრობლემა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სახეზე აისახება, მზე პირდაპირ ახდენს ნეგატიურ გავლენას ჩვენს კანზე, შედეგად კი ლაქები გვიჩნდება, რომლის მოშორებასაც ვერ ვახერხებთ. ჩვენ გთავაზობთ მარტივ ხერხს, თუ როგორ უდნა გაიქროთ ლაქები ეფექტური ნიღბის გამოყენებით.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ კანი მუდმივად უნდა დაიტენიანოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მგრძნობიარე ხართ მზის სხივების მიმართ. ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი კრემები.

მაგრამ თუ უკვე გაქვთ ლაქების პრობლემა, დროა მათ მოშორებაზე იფიქროთ. ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგჭირდებათ არის ორგანული, ბუნებრივად მოყვანილი- კარტოფილი.

კარტოფილის კოსმეტიკურ საშუალებად გამოყენების დადებითი მხარეები:

– ამცირებს აკნეს
– ანელებს დაბერების პროცესს
– აქრობს ლაქებს
– ამცირებს ანთებით პროცესებს
– აქრობს ჩაშავებულ უპეებს
– ატონიზირებს და კვებავს კანს

გამოყენების წესი:

გახეხეთ კარტოფილი და გამოწურეთ მისგან წვენი, რომელსაც შეიზილავთ კანზე.

კარტოფილის წვენის კომბინაციები:

კარტოფილი და ლიმონი

კარტოფილის წვენი აურიეთ ნახევარი ლიმონის წვენთან, შეიზილეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

კარტოფილი და ხახვი

1 კარტოფილის და ნახევარი ხახვის წვენი აურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ მიღებული მიქსტურა სასურველ არეზე, გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ.

კარტოფილი და სტაფილო

ამ ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ერთი კარტოფილი და ერთი სტაფილო. შეიზილეთ მათი ფაფისებური ნარევი კანზე და გაიჩერეთ 25 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

frenis kompensacia
frenis kompensacia