სოდის მიღების 17 წესი, რომლითაც ბევრ ფულს დაზოგავთ !

2249

სიმართლეს გეტყვით – ვგიჟდები სოდაზე. ის შეიძლება ბევრ რამეში გამოიყენოთ, მაგალითად დაიბანოთ თავი, საჭმელში დაამატოთ, გარეცხოთ სარეცხი და ზოგიერთი დაავადებაც კი მოირჩინოთ. მე აღარ ვხარჯავ ბევრ ფულს ქიმიასა და კოსმეტიკაში, რადგანაც სოდა არსებობს.

1) „რბილი“ ომლეტები

რათა ომლეტი იყოს რბილი, როგორც ძვირადღირებულ რესტორნებშია, სამ კვერცხს ცალ-ცალკე დაუმატეთ ¼ ჩაის კოვზი სოდა. ამიტომ საჭმელი რბილი და გემრიელი გამოდის.

2) რბილი მარცვლეული

იმისთვის, რომ ლობიო, ბარდა, ოსპი და სხვა პარკოსნები რბილი გამოვიდეს, სოდიან წყალში ჩადეთ.

3) სუნის გაქრობა

თუ თქვენ შეხება გაქვთ თევზთან ან დაჭრილ ნიორთან, თქვენი ხელები მათი სუნით იქნება გაჟღენთილი. აიღეთ ცოტაოდენი სოდა და რამდენიმე წვეთი წყალი

4) საქმიანობა ბავშვებისთვის

თუ არ იცით, რითი დააკავოთ ბავშვი, გაუკეთეთ მარტივი სათამაშო: 2 კოვზ სოდას და 2 კოვზ სიმინდის ფქვილს შეურიეთ 1¼ ჭიქა წყალი, მიიღეთ სქელი მასა, ამიერიდან თქვენს ბავშებთან ერთად შეგეძლებათ ითამაშოთ ამ „თიხით“ . ეს საინტერესო და უსაფრთხოა.

5) სარეცხი მანქანის სუნის მოსაშორებელი საშუალება

ხშირად სარეცხ მანქანაში უსიამოვნო სუნი დგება. მის მოსაშორებლად მანქანის კონტეინერში 1 ჭიქა სოდა ჩაყარეთ, თუ პირველივე ჯერზე არ გამოვიდა ეს, ცადეთ შემდეგაც.

6) დამწვარი ძირი

ტაფებისა და ქვაბების ძირები ხშირად იწვება, მათი გაწმენდა კი ხშირად პრობლემას წარმოადგენს. სცადეთ 0.5 ჭიქა სოდა, დაასხით წყალი და გააცხელეთ. საჭიროების შემთხვევაში ეს პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ.

7) ტკბილი პომიდორი

პომადორი სადაც არის დათესილი, იმ მიწას თუ მოვაყრით სოდას, ისინი უფრო ტკბილი გაიზრდებიან.

8) წიგნების დაობება

არასათანადოდ მუშაობის შედეგად წიგნების ფურცლებს ფერი ეცვლება. ფურცლებს შორის შეიძლება ჩავაყაროთ ცოტაოდენი სოდა. იყოს ასე რამდენიმე დღე, შემდეგ გაათავისუფლეთ სოდისგან და მზეზე დადეთ.

9) მზის დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილი

ოთახის ტემპერატურის აბანოს წყალში ჩაყარეთ ერთი ჭიქა სოდა. მზის დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილი მალე გაივლის.

10) ახალშობილის კანის აქერცვლა

ახალშობილებს ხშირად ექერცლებათ კანი თავზე. სოდა ამაშიც დაგეხმარებათ. 1 ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ თბილს წყალს და ნაზად წაუსვით ბავშვს აქერცლილ ადგილას.

11) პირში წყლული

პირში წყლულების მოსარჩენად, 1 ჩაის კოვზი სოდა ცხელ წყალში გახსენით და ყოველ 2 საათში გამოივლეთ.

12) . სუფთა მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღურ ღუმელში ერთი ჭიქა წყალი ერთ სუფრის კოვზ სოდასთან ერთად შედეთ და მაქსიმალურ რეჟიმზე დააყენეთ 3-5 წუთით. ამის შემდეგ ნებისმიერი სახის ჭუჭყს რბილი ნაჭრითაც კი გადაწმენდთ.
13) ჭუჭყიანი კედლები

ნებისმიერი ჭუჭყი კედლებზე სოდით შეგიძლიათ მოაშოროთ. ჭუჭყიან ადგილას დააყარეთ სოდა და გახეხეთ, შემდეგ კი წყლით ჩამორეცხეთ და დააცადეთ კედელს, სანამ გაშრება.

14) მუცლის ტკივილი

სოდა ანეიტრალებს მჟავებს, ეხმარება დააბალანსიროს pH იმ პროდუქტებისა, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ მჟავას.

15) კოღოს ნაკბენი:

კოღოს ნაკბენს ხშირად უსიამოვნების მოტანა შეუძლია. გააზავეთ ცოტაოდენი წყალი და რამდენიმე კოვზი სოდა ისე, რომ გარკვეული მასა მიიღოთ, შეიზილეთ ის ნაკბენზე, როცა შეშრება, მერე ჩამოიბანეთ.

16) ფილებს შორის ბალახი

რათა ბალახი არ გაიზარდოს ფილებს შoრის, ცოტაოდენი სოდა დაუმატეთ მათ.

17) ფეხზე სუნი

5 ლიტრ წყალს დაუმატეთ 2 – 3 სუფრის კოვზი სოდა, ჩადეთ ფეხები და გააჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ გაიმშრალეთ. ეს რეკომენდებულია არა მარტო სუნის, არამედ სოკოს საწინააღმდეგოდაც.

frenis kompensacia
frenis kompensacia