კვერცხის ნიღაბი 3 ერთში: დაჭიმვა, გამაგრება და გასუფთავება!

1727
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

კანის სრულფასოვანი მოვლა შეუძებელია სხვა და სხვა ნიღბის გამოყენების გარეშე, თუმცა უამრავი ფულის ხარჯვა სულაც არ არის საჭირო! ჩვენ გთავაზობთ სახლის პირობებში მოსამზადებელი ნიღბის რეცეპტს, რომელიც თქვენს კანს სრულიად აღადგენს და გააჯანსაღებს!

ცილა ეფექტურად ჭიმავს სახის კანს და ასუფთავებს მას. გულში კი ბევრი ლეციტინია, რომელიც არბილებს და კვებავს უჯრედებს. ამ ნიღაბის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძია.

ნიღაბი:

– 1 კვერცხი
– ქაღალდის ხელსახოცები
– ფუნჯი
– ჩანგალი
– 2 ჯამი

მოზადება:

1. გამოაცალკევე ცილა და გული, მოათავსე ისინი სხვა და სხვა ჯამებში. ცილა ცოტათი აურიეთ ჩანგლის დახმარებით

2. გასუფთავებულ სახეზე წაისვით ცილა ფუნჯის დახმარებით. დაჭერით ქაღალდის ხელსახოცი და მიიკარით სახეზე. ზემოდან კიდევ ერთი ცილის ფენა გადაისვით.

3. მოიცადეთ 20-30 წუთი და ქაღალდი მყარ საფარად გადაიქცევა.

4.ნიღბის მოშორება დაიწყეთ ნიკაბიდან, მიმართულებით ზემოთ, შესაძლოა მოშორების პროცესი არც ისე სასიამოვნო იყოს, მაგრამ შედეგი ამად ღირს!

5. ათქვიფეთ კვერცხის გული და შეიზილეთ კანზე. დამატებითი კვებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ან ქოქოსის ზეთი. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

6. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, ამ ნიღაბის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი. პროცედურის გამეორება შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და მიიღეთ იდეალური კანი სახლის პირობებშივე!

frenis kompensacia
frenis kompensacia