თუ სახსრების ტკივილი და ართრიტის სხვა სიმპტომები გაწუხებთ, ეს სმუზი აუცილებლად უნდა სცადოთ. გარდა იმისა, რომ უგემრიელესია, ეფექტური ინგრედიენტების წყალობით გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც!
ორგანიზმის გადაადგილებისა და აქტიური რეჟიმისთვის მუხლების სიძლიერე მნიშვნელოვანია. დროთა განმავლობაშისახსრები ზიანდება და კარგავს მოხერხებულობას, ასაკის მატებასთან ერთად ძვლების შეერთების ადგილზე არსებული ლუბრიკანტი სითხეც კლებულობს.
სმუზი სახსრების გასაძლიერებლად
ინგრედიენტები:
– 2 ჭ დაჭრილი ანანასი
– 7 გ დარიჩინი
– 1 ჭ შვრია
– 40 გ თაფლი
– 40 გ ნუში
– 1 ჭ ფორთოხლლის წვენი
– 1 ჭ წყალი
მომზადება:
1. მოამზადეთ შვრიის ფაფა ცხელი წყლით.
2. გამოწურეთ ანანასის ნაჭრები.
3. ბლენდერში აურიეთ თაფლი, წყალი, დარიჩინი, ნუში, ფორთოხლის წვენი.
4. მას შემდეგ რაც ამ ინგრედიენტებს აურევთ, დაუმატეთ ანანასის წვენი შვრიის ფაფასთან ერთად და კვლავ დააბლენდერეთ.
5. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ყინულის კუბებიც.
დალიეთ მიღებული სმუზი და გაამდიდრეთ ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით, გააძლიერეთ სახსრები და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით!