დაფნის ფოთლებით ვენების ვარიკოზისა და სახსრების ტკივილისგან განიკურნებით

22922
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ყველამ იცის, რომ დაფნის ფოთლები კერძებს არაჩვეულებრივ გემოს და არომატს აძლევს, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ მხოლოდ ცოტას თუ სმენია. დაფნის ფოთლებს სხვადასხვა დაავადების განკურნება შეუძლია და ეს ყველაფერი სახლის პირობებშია შესაძლებელი.

განსაკუთრებით სასარგებლოა დაფნის ფოთლებისგან მომზადებული ზეთი, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. თუმცა, ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ დაფნის ფოთლების ეფექტურობაზე ვენების ვარიკოზისა და სახსრების ტკივილის მკურნალობისას.

ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

30 გრ. დაფნის ფოთოლი

250 მლ. ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ ფოთლები და შემდეგ შეამშრალეთ.
  2. მოათავსეთ ფოთლები მინის ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი.
  3. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი 2 კვირის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას.
  4. 2 კვირის შემდეგ ქილიდან დაფნის ძველი ფოთლები ამოიღეთ და ახალი ჩაამატეთ.
  5. დატოვეთ დასაყოვნებლად კიდევ 2 კვირით.
  6. მარლის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით გადაწურეთ ნარევი.
  7. მზა საშუალება გადაიტანეთ სუფთა მინის ქილაში ან ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

ყოველდღიურად მცირე რაოდენობის ზეთი წყლის ორთქლზე შეათბეთ და პრობლემურ ადგილებზე წაისვით. თითის ბალიშებით მსუბუქი მასაჟები გაიკეთეთ სანამ ზეთი კანში არ შეიწოვება. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაინახავთ, რეგულარული გამოყენების შემდეგ კი საბოლოოდ განთავისუფლდებით ამ პრობლემისგან.

frenis kompensacia
frenis kompensacia